სიახლე

ქართული "სამეფო კარის თამაშები" - რაში სდებს ბრალს ყოფილ მეუღლეს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი

ქართული "სამეფო კარის თამაშები" - რაში სდებს ბრალს ყოფილ მეუღლეს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი
ნუგ­ზარ და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ - სა­სა­მარ­თლო­ში ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის დავა იწყე­ბა. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი ყო­ფილ მე­უღ­ლეს სა­მე­ფო სა­ხე­ლის უნე­ბარ­თვოდ სარ­გებ­ლო­ბა­ში სდებს ბრალს. მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის კი სიმ­ბო­ლური თან­ხის - 1 ლა­რის გა­დახ­დას ითხოვს.
სა­მო­ქა­ლა­ქო დავა სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ერთი წლის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა მა­შინ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რემ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ამ და­ვის გან­ხილ­ვა და­ა­ვა­ლა. საქ­მეს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა, სამი მო­სა­მარ­თლე გა­ნი­ხი­ლავს. სხდო­მა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის
სტა­ტუ­სით მიწ­ვე­ულ­ნი იქ­ნე­ბი­ან ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­კო­სე­ბი - როინ მეტ­რე­ვე­ლი და გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი.

ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი 2009 წლი­დან 2016 წლამ­დე კა­ნო­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ ერთი შვი­ლი - ექ­ვსი წლის უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი ჰყავთ. სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა ყო­ფილ ცოლ-ქმარს შო­რის მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რედ წარ­მო­ა­ჩი­ნა.



2017 წელს და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალს, ელი­ზა­ბეტ მე­ო­რეს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი გა­უგ­ზავ­ნა, რა­საც ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში სკან­და­ლიც კი მოჰ­ყვა. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ, Daily Mail-მა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის "კლო­უ­ნი პრინ­ცი" უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ იგი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რის სა­ხე­ლით არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად სარ­გებ­ლობ­და, რად­გან ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის გა­და­ცე­მის­თვის კონ­კრე­ტულ თან­ხას ითხოვ­და.

მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია „სა­მარ­თლის გზის“ ად­ვო­კა­ტი ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვი­ლი იცავს. რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გო­რე­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­მე­ფო სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლად თავს მხო­ლოდ იმ მიზ­ნით ასა­ღებს, რომ ამით ფული იშოვნოს.



„ის სი­ნამ­დვი­ლე­ში არ წარ­მო­ად­გენს ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­თა იმ შტოს, რო­მე­ლიც მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას. ამას ყვე­ლა ის­ტო­რი­კო­სი და­გი­დას­ტუ­რებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სარ­ჩელს, ვი­თხოვთ, აღიკ­ვე­თოს სა­მე­ფო სა­ხე­ლის უნე­ბარ­თვოდ გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ და­ვის თა­ვის­თა­ვა­დო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ნო­ნით ზუს­ტად ეს სა­კი­თხი არ არის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში არ­სე­ბობს მე-17, მე-18, მე-19 მუხ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კრძა­ლავს სა­ხე­ლის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. სა­ხე­ლის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვაა მე­ო­რე ადა­მი­ან­თან თა­ვის გა­ი­გი­ვე­ბა. მარ­თა­ლია, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი არ ამ­ბობს, რომ ის არის ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, მაგ­რამ მის სტა­ტუსს იყე­ნებს არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად.

ამა­ზე გა­ჩუ­მე­ბა იქ­ნე­ბა უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ე­ბის სუ­ლე­ბის წი­ნა­შე, რო­მელ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი წმინ­და­ნე­ბა­დაც არის შე­რა­ცხუ­ლი, ისე პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გის წი­ნა­შე. ჩვენ ვი­თხოვთ, რომ სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­როს, რომ ის თვით­მარ­ქვი­აა, ის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რიც არ არის, ყო­ფი­ლი სი­ძეა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მან სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის სა­ხე­ლით ასე ისარ­გებ­ლოს, ჯილ­დო­ე­ბი გას­ცეს?“ - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31