სიახლე

"უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა... ცხოვრება დავუკავშირე უცხო ადამიანს" - პრინცესა ანა ბატონიშვილი დანგრეულ ოჯახზე პირველად ალაპარაკდა

"უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა... ცხოვრება დავუკავშირე უცხო ადამიანს" - პრინცესა ანა ბატონიშვილი დანგრეულ ოჯახზე პირველად ალაპარაკდა
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
დიასახლისია, უბრალოდ, ხანდახან "პრინცესად" მუშაობა უწევს. ოღონდ ისე, რომ არც სასახლე აქვს და არც ოფიციალური აღიარება. მისი გვირგვინიც სადღაც სხვაგან ინახება და სხვა, რაიმე განსაკუთრებული ქონებაც არ გააჩნია; მაგრამ, თუკი გაიცნობ, მისით მოხიბლულს არ შეიძლება არ გაგახსენდეს ფრაზა: "შენ, საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა".

ლამაზი, გონიერი, მშვიდი და საოცრად თავმდაბალი - ასეთია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ბრენდის, სამარკო ნიშნის - "ბაგრატიონი", მთავარი წარმომადგენელი - ბატონიშვილი ანა.

- ანა, როგორ
შეიძლება წარგადგინო, რაიმე ოფიციალური სტატუსი გაქვს?

ოფიციალურ წოდებაზე და სტატუსზე თუ ვსაუბრობთ, ეს დღევანდელი მთავრობის მხრიდან უნდა იქნეს აღიარებული. ჩემი ოჯახისთვის სტატუსის და, შესაბამისად, წოდების ოფიციალურად მინიჭება ჯერჯერობით რატომღაც არ ხდება.

თუმცა, არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომელიც აღიარებს ოდესღაც უკანონოდ გაუქმებული სამეფო ოჯახების სუვერენულ სტატუსს და მათ შეზღუდულ უფლებებს მოქმედ მონარქიულ სახლებთან შედარებით.

ეს, უბრალოდ, მოკლე განმარტება გავაკეთე ზოგადი წარმოდგენისთვის. რაც შეეხება ჩემს წარდგენას, სწორი ფორმა ასეთია, ყოველ შემთხვევაში უცხოეთში ჩემი ვიზიტებისას ასე წარმადგენენ ხოლმე - მისი სამეფო უმაღლესობა, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი ანა. აი, ეს არის ჩემი ისტორიულ-მემკვიდრეობითი სტატუსი.




- წოდება ზღაპრის გმირის გაქვს და შენი ცხოვრება თუ ჰგავს ზღაპარს?

ყოველ ჩვენგანს ხომ თავისი ისტორია აქვს, ცხოვრების საკუთარი ზღაპარი. მეც მაქვს ჩემი ზღაპარი, სადაც ხან კეთილი და ხან ბოროტი პერსონაჟები მონაწილეობენ. არ მგონია, რომ წოდება აქ რაიმე როლს თამაშობდეს.
ნებისმიერს შეუძლია იცხოვროს თავის ჯადოსნურ ზღაპარში, აკეთოს კეთილი საქმეები, ეომოს დევებს, გაიმარჯვოს ან დამარცხდეს, იყოს უბედური ან ბედნიერი.

- ანა, როდის დადგა ის მომენტი, როდესაც მიხვდი, რომ შენი თანატოლებისაგან შენი გვარი განსაკუთრებით გამოგარჩევს?

მახსოვს კარგად, სკოლაში საქართველოს ისტორიის სწავლა რომ დავიწყეთ, ბაგრატიონის გვარის გაგონებაზე, მთელი კლასი გაუგებრად იცინოდა. მასწავლებელიც, ცოცხალი ექსპონატის მსგავსად, იშვერდა თითს ჩემი დისკენ და ჩემკენ. მახსოვს ჩემი შეგრძნება, როგორ მერიდებოდა და საშინელ უხერხულობას ვგრძნობდი. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა, თუმცა, იმ უხერხულობის შეგრძნებამ დღემდე არ გამიარა.

- ბავშვობაში გოგონების უმეტესობა პრინცესობანას თამაშობს. შენ რას შვრებოდი ამ დროს?

- ჩემი საყვარელი თამაში "სკოლობანა" იყო და, სიმართლე გითხრა, ეს თამაში მოგვიანებით რეალობად იქცა. 12 წელი ვიმუშავე სკოლაში ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგად. საუკეთესო წლები იყო.

- ახლა რამდენად"პრინცესული" ცხოვრებით ცხოვრობ?

- ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. როგორც ყველას, მაქვს ყოველდღიური მოვალეობები, თუმცა, ხშირად მიხდება პრინცესად გარდასახვა. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა ღონისძიებაზე მიწვევენ, ძირითადად უცხოეთში. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31