მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზია 2019“-ის წამყვანების ერთობლივი ფოტო ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა, სადაც პოზირებს ორი წყვილი: სუპერმოდელი ბარ რაფაელი, შოუმენი და რადიოწამყვანი ერეზ ტალი, ასევე ისრაელის ცნობილი ბლოგერი ლუსი აიუბი და ტელეწამყვანი ასი აზარი.
ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება ბალანსის დასაცავად მიიღეს, ვინაიდან კიევში ჩატარებულ კონკურსს უძღვებოდნენ მამაკაცები, ხოლო პორტუგალიაში კი - ქალბატონები.
რიგით 64-ე მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია 2019“ ჩატარდება თელ-ავივში, რომლის მონაწილე გახდება 41 ქვეყანა. ნახევარფინალები ჩატარდება 14 და 16 მაისს, ხოლო ფინალი - 18 მაისს.
წყარო:eurovision.tv