ჟურნალი „ბომონდი“ წლებია გემოვნებიანი ქალების განუყოფელ ნაწილად იქცა.
„ბომონდი“ პირველი ფერადი ჟურნალია საქართველოში, რომლის ისტორიაც უკვე 22 წელს ითვლის. გამოცემა თავის მკითხველს ხშირად ანებივრებს პარტნიორებთან ერთად გამართული გლამურული წვეულებებით.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად "ბომონდმა" მორიგი ღონისძიება გამართა. ამჯერად წვეულების მასპინძელი "ტიფლის ვერანდა" იყო, მთავარი თემა კი - „ქალი და მოგზაურობა“. თემატიკიდან გამომდინარე, ღონისძიების მთავარი პარტნიორი ყატარის ავიახაზები გახლდათ, რომელმაც საღამოსთვის არაჩვეულებრივი პრიზები დააწესა.
წვეულების უკლებლივ ყველა სტუმარ ქალბატონს "ჯი-პი-სისგან" დაწესებული საგაზაფხულო საჩუქრები გადაეცა, წამახალისებელი ლატარიის გამარჯვებულები კი ღონისძიების პარტნიორების მიერ დაწესებული პრიზებით დასაჩუქრდნენ. გათამაშდა „ტიფლის ვერანდის“, ბათუმში მდებარე სასტუმრო „გლორიას“, „არტ თაიმის“, არაყი Stoli-ს, „ერგოლაინის“, „თაიმის“ და სკამების სალონ „ტონის“ მიერ დაწესებული საჩუქრები.
თათი ბახტურიძე, "ტიფლის ვერანდის" პიარ-მენეჯერი:
"დიდი ხანია „ბომონდთან“ ვპარტნიორობთ, საინტერესოა მათთან მუშაობა. განსაკუთრებით დიდი ინტერესი გვქონდა „ყატარის ავიახაზების“ ღონისძიების გამო, რადგან ჩვენც ზუსტად იმ სეგმენტისთვის ვმუშაობთ, ვისთვისაც მუშაობს „ყატარის ავიახაზები“.
ეკა კაკაურიძე, "ყატარის ავიახაზების" გაყიდვების მენეჯერი:
"ჩვენ პირდაპირ ვუკავშირდებით მოგზაურობის თემას. „ყატარის ავიახაზები“ ხუთვარსკვლავიან ფრენებს სთავაზობს მომხმარებელს. გვინდა ბევრი წარმატებული ქალი გვყავდეს, რომელიც ხშირად იმოგზაურებს. იმედი მაქვს, სტუმრებმა ისიამოვნეს".
ნინი ქინქლაძე, „ჯი-პი-სის“ სილამაზის და ესთეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი:
"ჟურნალ „ბომონდს“ და „ჯი-პი-სის“ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს. მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რადგან აქ ზუსტად ის ადამიანები მოდიან სტუმრად, რომლებიც წარმატებულები, ლამაზები და საქმიანები არიან. ისინი გარეგნობაზეც ზრუნავენ ამავე დროს და ჯანმრთელობასაც უფრთხილდებიან".
ღონისძიების ბოლოს „ყატარის ავიახაზების“ არაჩვეულებრივი საჩუქრები გათამაშდა - ორი ბილეთი ბიზნესკლასით კენიის მიმართულებით და ორი ბილეთი ეკონომკლასით ვიეტნამის მიმართულებით.
თამარ ბოჭორიშვილი