სიახლე

"დაინტერესებული იყო ჩემით" - დომენიკ პარსელი "გაქცევიდან", ქართველი მოდელის ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა?

"დაინტერესებული იყო ჩემით" - დომენიკ პარსელი "გაქცევიდან", ქართველი მოდელის ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა?
23 წლის ფოტომოდელ ლიკა ხაჭაპურიძესთან, სტუმრად პოპულარული ავსტრალიელი მსახიობი, დომენიკ პარსელი ჩამოვიდა. მსახიობს დიდი პოპულარობა სერიალმა "გაქცევამ" მოუტანა. ამ სერიალს საქართველოშიც უამრავი მაყურებელი ჰყავს. ამიტომ მისი საქართველოში სტუმრობა საზოგადოებას არ გამოჰპარვია. ლიკამ მეგობარს ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი დაათვალიერებინა და ჩვენი კულტურა გააცნო. დომენიკ პარსელი საქართველოდან პოზიტური ემოციით დატვირთული წავიდა. როგორც შევიტყვეთ, აპრილში ისევ ჩამოსვლას გეგმავს. ისიც ითქვა, მსახიობი ქართველ მოდელზეა შეყვარებულიო. რა ურთიერთობაა მოდელსა და მსახიობს შორის, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ექსკლუზიურად ლიკა ხაჭაპურიძე
პასუხობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:



"ის დაინტერესებული იყო ჩემით. ბოლო დროს ძალიან დავმეგობრდით. საქართველოში ჩამოსვლაც გადაწყვიტა, უნდოდა მეც ვენახე და აქაურობაც დაეთვალიერებინა. ჩემი მეგობრების გაცნობაც სურდა. ერთი კვირა იყო საქართველოში. გავაცანი საქართველოს კულტურა, ჩემი მეგობრები. აინტერესებდა, როგორ ვმუშაობდი კამერასთან როგორც მოდელი, გადაღებებზეც გამომყვა. უკვე წავიდა და შეიძლება კიდევ გვესტუმროს..."



"როცა მეგობრებმა გაიცნეს, ყველა აღნიშნავდა, როგორი უბრალო ადამიანიაო. მართლა ძალიან უშუალო და კომუნიკაბელურია. თბილისი დავათვალიერებინე, ქართლის დედა მოეწონა ძალიან, აბანოთუბანიც. ქართული საჭმელებიც მოეწონა, ერთადერთი რაც ვერ გაიგო, ის იყო, 23 წლის ხარ და მშობლებთან რატომ ცხოვრობო..." გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31