მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ინსტაგრამზე ატვირთულ ვიდეოში ის აცხადებს, რომ გადაწყვიტა თავი დიზაინერის ამპლუაში გამოსცადოს:
“მოგესალმებით, მე ახლა ვიმყოფები მაღაზია კომოდში, რომელიც მდებარეობს აბაშიძის 14 ნომერში. მაქვს საინტერესო და კარგი სიახლე, რომელიც იმედია თქვენც გაგახარებთ: გადავწყვიტე ტანსაცმლის დიზაინში მოვსინჯო ძალები,მივიღე კომოდის გამოწვევა და ვაკეთებთ საერთო კოლექციას “კოლაგორაცია კომოდთან ერთად”. სულ მალე დაიდება ამ კოლექციის ფოტოები ჩემს გვერდზე და კომოდის გვერდზე. ასევე მინდა ფასებთან დაკავშირებით ვთქვა ორიოდე სიტყვა, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ იქნება ძალიან ხელმისაწვდომი ფასები. “
მომღერალი სადა, მინიმალისტური თუმცა გემოვნებიანი და დახვეწილი ჩაცმის სტილით გამოირჩევა. ნინის გარდერობში ჭარბობს შავი ფერი. ნინის ინსტაგრამის მიმდევრები იმედოვნებენ, რომ მართლაც ხელმისაწვდომი ფასები იქნება და მოუთმენლად ელიან კოლექციას.