რუსეთში 38 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მომღერალი იულია ნაჩალოვა. 16 მარტს მას გული გაუჩერდა და რამდენიმედღიანი კომატოზური მდგომარეობაც ამით დასრულდა.
მომღერალს მე-2 ტიპის დიაბეტი ჰქონდა და შაქრის დონე მკვეთრად დაეცა, თუმცა ამას თან ერთვოდა პოდაგრა ფეხზე, რომლითაც ბოლო 8 წელი იტანჯებოდა. ეს ყველაფერი კი მკერდის პლასტიკური ოპერაციიდან დაიწყო - 2007 წელს მკერდის ოპერაციისას ინფექცია განვითარდა და სისხლი მოეწამლა. ამას მოჰყვა პოდაგრის განვითარება, რომელიც გამუდმებით აწუხებდა მას მერე და ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს იკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების აწყობა სამჯერ სცადა და
შვილიც გააჩინა, ბოლო წლების განმავლობაში მომღერალი გამუდმებით სტრესსა და ტკივილში ცხოვრობდა. განაგრძეთ კითხვა