სიახლე

ჩემპიონი, პოეტი, მომღერალი - ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი "კანონიერი ქურდების" შვილები

ჩემპიონი, პოეტი, მომღერალი - ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი "კანონიერი ქურდების" შვილები
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ცხოვრება ყველას აინტერესებს. ისინი მედიის ყურადღების ცენტრში ძირითადად მაშინ ხვდებიან, როცა გახმაურებულ საქმეებზე აკავებენ. „რეიტინგი“ ქართველი „კანონიერი ქურდების“ შვილებით დაინტერესდა. ე.წ. ავტორიტეტების შვილები მამების გზას ნაკლებად მიჰყვებიან და ბევრ მათგანს წარმატებული კარიერა აქვს, როგორც სპორტში, ასევე შოუბიზნესსა და მწერლობაში.

ქეთა თოფურია
მომღერალ ქეთა თოფურიას არასდროს დაუმალავს, რომ მამამისი ანდრო თოფურია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი იყო. ქეთა მამის მიმართ ყოველთვის დიდ სიყვარულს გამოხატავს და დღემდე ამაყობს იმით, რომ ანდრო თოფურიას ქალიშვილია.


ქეთა თოფურიას წარმატებაში მამას
და დედას დიდი წვლილი მიუძღვით. მას მშობლები ყოველთვის გვერდით ედგნენ და ფაქტია, თოფურიამ მათი იმედები გაამართლა კიდეც.



ქეთა თოფურიას მამა 2010 წელს რუსეთში დააკავეს და რამდენიმე თვეში ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური მონაცემებით, ის ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად მოკვდა. თუმცა, ამბობენ, რომ მოკლეს.

ანდრო თოფურია თბილისში დაკრძალეს.

ნინი შუშანაშვილი

ნინი შუშანაშვილი ცნობილი „კანონიერი ქურდის“, ლაშა შუშანაშვილის ქალიშვილია. ნინი შუშანაშვილი წარსულში სიმღერით იყო გატაცებული და ბავშვობაში მღეროდა კიდეც, მაგრამ როცა წამოიზარდა, დიდ სცენაზე ყოფნა აღარ მოუნდა და ის არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. უფრო მეტიც, არც "ინსტაგრამი" აქვს და არც „ფეისბუქის“ პირადი გვერდი.



57 წლის ლაშა შუშანაშვილი გასულ წელს საბერძნეთში დააკავეს. მისი სახელი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2005 წელს გაჩნდა, როცა საბერძნეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. სწორედ შუშანაშვილი იყო საბერძნეთში „ქართული მაფიის“ ერთ-ერთი „ბოსი“.

2010 წელს ლაშა შუშანაშვილი სამართალდამცველებს გარიგებით გაექცა. ამბობენ, რომ მან ბერძენ პოლიციელებს ამის სანაცვლოდ 800 000 ევრო გადაუხადა. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30