თბილისიდან ტფილისამდე და პირიქით - ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტისა და არტპროდიუსერი, დალი უბილავა-დე გრააფის მიერ შექმნილი ფოტოალბომი დედაქალაქს თავიდან აღმოგაჩენინებთ. გაგაცნობთ ჯერ კიდევ უცნობ ადგილებს, ხოლო კარგად ნაცნობს, სხვა კუთხით გიჩვენებთ.
ფრანგი ფოტოხელოვანის თვალით დანახული თბილისის არქიტექტურულ მრავალფეროვნებას გამომცემლობა „პალიტრა L” უნიკალური გამოცემის სახით გვთავაზობს.
ორელიენ ვილეტი და დალი უბილავა დე-გრააფი ძველი თბილისის კარს სადარბა-ზოებიდან გაგვიხსნიან, გვაჩვენებენ მათ არქიტექტურას, იმ დამღას, რომელიც მათ დრომ დაასვა; თბილისის მრავალფეროვან სახეს, რომელიც როგორც მის განვითა-რებას, ისე ნგრევის ეპოქას ასახავს.
ფოტოამბავზე მუშაობის პროცესთან დაკავშირებით, არტპროდიუსერი დალი უბილავა იხსენებს, რომ რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ, დათანხმდა ორელიენ ვილეტის შეთავაზებას, ალბომზე ფართომასშტაბიანი სამუშაოები დაეწყოთ. შეთან-ხმებას 2017 წელს მიაღწიეს. უამრავი ფოტოსესიისა და დიდი ოდენობით ლიტერა-ტურის გაცნობის შემდეგ კი მუშაობა თითქმის ორი წლის შემდეგ დაასრულეს.
„თბილისზე უამრავი შესანიშნავი ალბომია შექმნილი. ვფიქრობ, ეს ალბომი მათ შორის გამორჩეულია, სპეციფიკურია, უნიკალურია. რამდენიმე თავისებურებას გა-მოვყოფდი, მანამდე კი გავიმეორებ ერთი კომპეტენტური უცხოელი კოლეგის აზრს: „ესაა ალბომი მაგნიტი, რომელიც ხელში აღებისთანავე გიზიდავს და გიხ-მობს, რომ სასწრაფოდ გადადო ყველა საქმე და ესტუმრო ამ მაგიურ ქალაქ თბილისს“. ძნელი მისახვედრი არაა, თუ ფოტოალბომი ასეთ განწყობას აღძრავს პუბ-ლიკაში - ესე იგი, მიზანი მიღწეულია“, -აღნიშნა დალი უბილავა-დე გრააფმა.
თბილისის ფოტოამბის ავტორი გამოცდილი ფოტოგრაფია, რომელმაც უკვე 40-მდე ქვეყანა მოინახულა და მათი ისტორია გადაიღო. ეს ორიელიენ ვილეტის საქართვე-ლოში მოგზაურობის პირველი შემთხვევა არაა, ცოტა ხნის წინ, მან საკუთარ ფირ-ზე ოკუპირებული აფხაზეთიც აღბეჭდა და მთელი მისი მიტოვებულობისა და მო-უვლელობის სევდა ულამაზესი ფოტომასალით წარმოაჩინა.
ორელიენი იხსენებს, რომ თბილისი, პირველად, 2013 წელს აღმოაჩინა. ჩვენთან ინ-ტერვიუში აღნიშნავს, რომ მას შემდეგ დედაქალაქში ბევრი რამ შეიცვალა. ამ ცვლილებების დანახვა თბილისელებისთვის შედარებით რთულია, რადგან მათი თვალი ამ სივრცეს ძალიან შეეჩვია. მისი გამოცდილების მანძილზე ეს არის პირვე-ლი შემთხვევა, როცა ქალაქის ასეთი სწრაფი ცვლილების ნახვის შესაძლებლობა მი-ეცა. "რაღაცები მიდიან, რაღაცები იცვლებიან, რაღაცები კი იბადებიან", - აღნიშნა ორელიენმა.
"თბილისი ყოველთვის იყო უამრავი გავლენის ქვეშ და ეს ბოლო ათწლეულიც ვერ გაექცა ამ ისტორიას. ეს განვითარება არ ხდება კითხვების გარეშე, რა მოუვათ ძველ სახლებს, ძველი ადგილების საზოგადოებრივ ცხოვრებას, გარკვეულ უბნებს? როგორ მოერგებიან ახალი შენობები ძველ გარემოს? როგორ გადაწყდება ურბანული დაგეგმარების საკითხები, როგორიცაა საგზაო სისტემა? ეს არის ის უზარმაზარი საკითხები რომლებიც თბილისშია აქტუალური და აღნიშნული საკითხების გა-დაჭრას მისი ტოპოგრაფიაც ვერ უწყობს ხელს", -აღნიშნა ფრანგმა ფოტოგრაფმა.
მან თავის ნამუშევრებში სწორედ ეს ძველისა და ახლის კონტრასტი აღბეჭდა და ეცადა, ჩვენთვის, როგორც თბილისელებისთვის, ეჩვენებინა, რომ სწრაფი ურბანი-ზაციის პროცესში, შესაძლოა, ქალაქისთვის ღირებული, ისტორიული იერსახე, უბ-რალოდ, დაიკარგოს. ფოტოგრაფი მიიჩნევს, რომ ის, რაც დედაქალაქში ჯერ კიდევ შემორჩენილია და გასული საუკუნეების ისტორიას მოგვითხრობს, უნდა შევინარ-ჩუნოთ, ამის საილუსტრაციოდ კი თბილისის ძველი უბნები შთამბეჭდავ ფოტოალ-ბომად აქცია.