მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სასიამოვნო სიახლის მოლოდინში არიან. წყვილი ერთ თვეში პირველი შვილის მშობელი გახდება.
მეგანს უკვე საკმაოდ მოზრდილი მუცელი აქვს, თუმცა, ცდილობს, ორსულობის ბოლო თვეებშიც კი აქტიური იყოს და დეკრეტის მიუხედავად, სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურადაა ჩართული.
ის რამდენიმე დღის წინ ახალ ზელანდიაში გამოჩნდა, სადაც ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.