"ნიუტონის" სოლისტი თამარ ბაბილუა, რომელიც უმძიმეს სენს ებრძოდა გარდაიცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მუსიკოსის მეგობრებმა გაავრცელეს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდის "ნიუტონის" სოლისტი იყო. 2015 წელს რაც მას სიმსივნე აღმოაჩნდა, მაგრამ შემოქმედებითი პაუზა არ გაუკეთებია, მეტიც პირველი ოპერაციის შემდეგ მან დაამყარა საქართველოს რეკორდი – 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე. ბაბის ერთი შვილი დარჩა.
წყარო: kvirispalitra.ge