არსებობენ 3 ტიპის კომპიუტერის მომხმარებლები: ვინც მაუსის გამოყენებას ამჯობინებს, ვისაც კლავიატურა ურჩევნია და ვინც Siri-ს ან Cortana-ს დახმარებით ელაპარაკება კომპიუტერს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, ხერხები, რომლებიც თქვენი კომპიუტერის უცნობ შესაძლებლობებს გამოავლენს, ყველასთვის სასარგებლო იქნება. სტატიაში მოცემული ჭკვიანური ხრიკები კომპიუტერის გამოყენებას ყოველდღიურად გაგიმარტივებთ.
1. Ctrl + T ახალ ფანჯარას ხსნის
როცა კომპიუტერთან ბევრს მუშაობთ, ახალი ფანჯრების სწრაფად გახსნა გჭირდებათ. ყოველ ჯერზე ამის მაუსით გაკეთების ნაცვლად, შეგიძლიათ Ctrl-ს და შემდეგ ასო T-ს დააჭიროთ. თუ MacBook-ს იყენებთ, Ctrl-ის მაგივრად command-ს დააჭირეთ.
2. სანამ კომპიუტერის ხელოსანთან მიხვალთ, ნებისმიერი კითხვა Google-ს დაუსვით
კომპიუტერის პრობლემების უმეტესობა იმდენად მარტივი მოსაგვარებელია, რომ თუ გარკვეულ საფეხურებს მიჰყვებით, თავადაც შეძლებთ. ამის მიუხედავად, ადამიანების უმეტესობა მაშინვე პანიკდება და ხელოსანთან მიდის. სჯობს, დამშვიდდეთ და ცივი გონებით იფიქროთ. ჰკითხეთ Google-ს თქვენი პრობლემის შესახებ და წაიკითხეთ, რას წერენ ამაზე Microsoft-ის ფორუმზე. ასე თუ მოიქცევით, ფულს დაზოგავთ და მეტსაც ისწავლით.
3. ვალუტის კურსის გასაგებად კალკულატორის ნაცვლად Google გამოიყენეთ
რა საჭიროა კალკულატორი, როცა ისეთი დაუფასებელი რაღაც არსებობს, როგორიც Google-ია? თუ საზღვარგარეთ მიემგზავრებით და ვალუტის კურსის სხვა ვალუტაში ნახვა გინდათ, შეგიძლიათ Google-ში ჩაწეროთ სასურველი ფულის რაოდენობა და ქვეყანა, რომელშიც მიემგზავრებით. ან, უბრალოდ, ორი ვალუტა, მაგალითად dollars to euros.
4. ლეპტოპის ბატარეა airplane mode-ზე უფრო სწრაფად იტენება
როცა ლეპტოპი airplane mode-ზეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ფუნქცია, როგორიცაა Wi-Fi და Bluetooth, ითიშება. ამის წყალობით ბატარეა უფრო სწრაფად იტენება.