პრინც ჰარისა და მეგან მარკლის პირველი შვილის დაბადება, როგორც ვარაუდობენ, გახდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მიმდინარე წელს. ცნობილი გახდა, თუ სად გადაწყვიტა ჰერცოგინიამ მშობიარობა.
როგორც ცნობილია, გაზაფხულის მიწურულს სამეფო ოჯახი ახალი წევრის გაჩენას ელოდება, თავდაპირველად მეგანმა გადაწყვიტა უინძორში, სახლის პირობებში ემშობიარა, თუმცა როგორც ჩანს გადაიფიქრა და მისი არჩევანი ჰოსპიტალზე შეჩერდა.
ტრადიციულად, სამეფო ოჯახის წევრები იბადებოდნენ წმინდა მარიას საავადმყოფოში, ლონდონში. ბევრს სჯეროდა რომ მეგანიც არ იქნებოდა გამონაკლისი და იქ იმშობიარებდა სადაც მისი მეუღლე - პრინცი ჰარი, პრინცი უილიამი და მისი სამი შვილი გაჩნდა, თუმცა როგორც ჩანს ჰერცოგინიამ ყველას იმედები გაუცრუა.
ინსაიდერების თქმით, ჰარის მეუღლე ფრიმლი-პარკის ჰოსპიტალში აპირებს მშობიარობას, სურიის საგრაფოში. თუკი სამეფო ოჯახი ფროგმორ-ჰაუსში გადავა საცხოვრებლად, მაშინ დიდი ალბათობით ფრიმლი-პარკის ჰოსპიტალში უფრო მალე მივლენ ვიდრე წმინდა მარიას საავადმყოფოში.
აქვე გეტყვით, რომ უინძორიდან წმინდა მარიას ჰოსპიტალამდე 37 კილომეტრია, ხოლო ფრიმლი-პარკამდე - 24 კმ. სხვათაშორის, ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრები სწორედ ფრიმლი-პარკის ჰოსპიტალში გაჩნდნენ.
წყარო:hochu.ua