ნუცა კუხიანიძეს და ბაჩო ჭალაძეს პირველი შვილი შეეძინათ - ნახეთ ახალშობილის ფოტოები - Marao

ნუცა კუხიანიძეს და ბაჩო ჭალაძეს პირველი შვილი შეეძინათ - ნახეთ ახალშობილის ფოტოები

2019-04-05 12:32:33+04:00

რამდენიმე თვის წინ, "რეიტინგი" მსახიობ ნუცა კუხიანიძის და მუსიკალური დიჯეის, ბაჩო ჭალაძის სიყვარულის შესახებ წერდა. წყვილის ურთიერთობა წლებს ითვლის და თუ მათი სოციალური ქსელით ვიმსჯელებთ, თავს ბედნიერად გრძნობენ.

წყვილის ცხოვრებაში სიახლეა, მათ პირველი შვილი შეეძინათ. როგორც "რეიტინგს" წყვილის მეგობარმა უთხრა, ბაჩოს და ნუცას გაუჩნდათ ბიჭი, რომელსაც მშობლებმა თომა დაარქვეს. მათ პატარას ფოტოები სოციალურ ქსელში უკვე გამოაქვეყნეს.

ნუცა კუხიანიძეს გუკა რჩეულიშვილთან პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი კატო. ბაჩო ჭალაძე საყვარელი ქალის ყოფილ ქმართან და მის ამჟამინდელ მეუღლესთან, ლელა კილაძესთანაც მეგობრობს. ნახეთ ახალშობილის ფოტოები