სიახლე

ქალმა 2 წლის წინ გარდაცვლილი მეუღლისგან შვილი გააჩინა - "ტრაგედიის შემდეგ კლინიკაში მამამთილი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხართ ჩვენი ბოლო იმედიო"

ქალმა 2 წლის წინ გარდაცვლილი მეუღლისგან შვილი გააჩინა - "ტრაგედიის შემდეგ კლინიკაში მამამთილი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხართ ჩვენი ბოლო იმედიო"
ზუგ­დი­დელ­მა ქალ­მა ორი წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის­გან შვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­ჩი­ნა. ახალ­შო­ბი­ლი გო­გოა და ის ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შე­დე­გად თბი­ლის­ში, სამ­შო­ბი­ა­რო სახლ "ჰე­რა­ში" და­ი­ბა­და.
რო­გორც Ambebi.ge-ს კლი­ნი­კა "კა­რაპს მედ­ლა­ი­ნის" ინ-ვიტ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­ნა­ნა ქო­ჩი­აშ­ვი­ლი უყ­ვე­ბა, უშ­ვი­ლო წყვილ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის კლი­ნი­კას ორი წლის წინ მი­მარ­თა.

კლი­ნი­კა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი და­ი­წყეს, თუმ­ცა ცოლ-ქმა­რი სა­ბო­ლო­ოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ გა­მო­ცხად­და, რისი მი­ზე­ზიც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გახ­და. ექი­მი იხ­სე­ნებს, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მათ გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ მო­უყ­ვა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.
მან ექი­მებს უთხრა, რომ ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი იმე­დი შე­ნა­ხუ­ლი ემ­ბრი­ო­ნე­ბი იყო.

"და­ახ­ლო­ე­ბით, 2 წლი­სა და 6 თვის წინ უშ­ვი­ლო ოჯახ­მა მოგ­ვმარ­თა. ჩვენ ავუხ­სე­ნით, რომ ინ-ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით მათ დახ­მა­რე­ბას შევ­ძლებ­დით. შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბით 2 ემ­ბრი­ო­ნი მი­ვი­ღეთ. სულ სამი პრო­ცე­დუ­რა იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ბოლო პრო­ცე­დუ­რა­ზე წყვი­ლი არ გა­მო­ცხად­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ჩვენ­თან მო­ვი­და ბი­ჭის მამა და ამ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ მოგ­ვიყ­ვა. გვი­თხრა, რომ იცო­და იმ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში ინა­ხე­ბო­და და დახ­მა­რე­ბა გვთხო­ვა. გვი­თხრა, თქვენ ხართ ჩვე­ნი იმე­დი და უნდა გვიშ­ვე­ლო­თო. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ, ეს არ იყო ად­ვი­ლი, მი­თ უ­მე­ტეს, ორი ემ­ბრი­ო­ნით. ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ, რომ სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მზად ვი­ყა­ვით, ემ­ბრი­ო­ნე­ბი გა­დაგ­ვე­ცა და სხვა კლი­ნი­კა­შიც წა­ე­ღოთ, თუმ­ცა, ოჯახ­მა ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და ჩვენ სრუ­ლი ნდო­ბა გა­მოგ­ვი­ცხა­დეს", - უთხრა Ambebi.ge-ს მა­ნა­ნა ქო­ჩი­აშ­ვილ­მა.

ექი­მე­ბის­თვის ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და ას­მა­გად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სა­კი­თხი აღ­მოჩ­ნდა.

გაგრძელება
ბეჭდვა