დეტექტივების კვირეულის ფარგლებში, 6 აპრილს 17:00 საათზე, "ბიბლუსი გალერეაში" დეტექტიური საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, ლენტით შემოსაზღვრული ლოკაცია დახვდათ, სადაც მოწყობილი იყო გაუჩინარებული ჟურნალისტის ოთახი. თამაშის ფარგლებში, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა ოთხი მონაწილე, რომლებმაც დეტექტივების როლები მოირგეს. დარბაზიც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო პროცესში. ისინი თვალს ადევნებდნენ და ეხმარებოდნენ თავის ფავორიტ მოთამაშეს.
დეტექტიური თამაშის მიზანი, მინიშნებების მოძებნა, მათი ამოხსნა და საბოლოოდ, დაშიფრული წერილის გაშიფრვა იყო, რასაც მონაწილეებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
თამაშის დასრულების შემდეგ, ოთხივე მონაწილეს დეტექტივების მოყვარულებისთვის შესაფერისი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. თამაშს მწერალი თეა ინასარიძე უძღვებოდა.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის ჩათვლით ბიბლუსის ყველა ფილიალში „დეტექტივების კვირეული“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სერია - „TOP თრილერს“, „ჩემი რჩეული მსოფლიოს“ „ნამდვილ დეტექტივებს“ და უსერიო დეტექტიურ წიგნებს -35% ფასდაკლებით შეიძენთ.