სიახლე

თბილისის ექვს ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიენიჭება

თბილისის ექვს ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიენიჭება
დე­და­ქა­ლა­ქის ექვს ქუ­ჩას 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი 6 ქა­ლის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭე­ბა.
შე­სა­ბა­მის სა­კი­თხზე თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სა­ხელ­დე­ბი­სა და სიმ­ბო­ლი­კის კო­მი­სია დღეს, 10.00 სა­ათ­ზე, დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის დარ­ბაზ­ში სა­ჯა­რო გან­ხილ­ვას გა­მარ­თავს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ქუ­ჩებს მი­ე­ნი­ჭე­ბა მა­ნა­ნა ლო­ლა­ძის, თა­მუ­ნა დო­ლი­ძის, თინა ენუ­ქი­ძის, მზია ჯინ­ჭა­რა­ძის, თა­მარ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი­სა და ელი­სო ჭი­პაშ­ვი­ლის სა­ხე­ლე­ბი. ყვე­ლა ქუჩა ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს.

საკ­რე­ბუ­ლოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, გან­ხილ­ვას და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტე­ბი, 9 აპ­რი­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის
დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალს შე­ამ­კობს.

1989 წლის 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ი­დან 30 წელი შეს­რულ­და. დღე­ვან­დელ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტთან, 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალს მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ყვა­ვი­ლე­ბით შე­ამ­კო­ბენ და და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას პა­ტივს მი­ა­გე­ბენ. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30