სიახლე

"მახათი იშოვეთ, ჯობია... p.s. გლეხის ქალი" - შორენა ბეგაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს პასუხობს

"მახათი იშოვეთ, ჯობია... p.s. გლეხის ქალი" - შორენა ბეგაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს პასუხობს
მსა­ხი­ო­ბი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კა­ტის, ლე­ვან ჩხე­ი­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს ბე­გაშ­ვი­ლი მე­ფეს უშიშ­რო­ე­ბამ მი­უგ­ზავ­ნა.
"სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბი. სე­ზო­ნი ჩა­უ­ვარ­დათ და მი­იწ­ვი­ეს შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი? მე, რო­გორც აგენ­ტად მიგ­ზავ­ნი­ლი (რო­გორც ამას ბო­დავს "მე­ფის" ად­ვო­კა­ტი), ვა­ცხა­დებ კი­დევ ერთხელ - მა­ხა­თი იშო­ვეთ, ჯო­ბია... p.s. გლე­ხის ქალი" - წერს "ფე­ის­ბუქ­ზე" ბე­გაშ­ვი­ლი.



"შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს უშიშ­რო­ე­ბამ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელს აგენ­ტად მი­უგ­ზავ­ნა", – ამის შე­სა­ხებ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კატ­მა დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი, თუ და­აკ­ვირ­დე­ბით,
არ­სად მიხ­სე­ნე­ბია. ერთხელ მიხ­სე­ნეს ბე­გაშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ზე. იქაც გა­ვე­ცი პა­სუ­ხი, რომ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი იყო უშიშ­რო­ე­ბის­გან ჩას­მუ­ლი აგენ­ტი. ამის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და მისი მე­უღ­ლე, მთხო­ვა, ჩემი მე­უღ­ლის სა­ხე­ლი აღარ ახ­სე­ნოო. მე მას ვუ­თხა­რი, რომ არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი გვაქვს ბე­გაშ­ვი­ლის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბი­სა. თუ არ უნდა მას, რომ მე მისი მე­უღ­ლის სა­ხე­ლი ვახ­სე­ნო, მა­შინ რა­ტომ მო­დის ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა და იძ­ლე­ვა ჩვე­ნე­ბას ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ?"- აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ჩხეი­ძემ. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30