მსახიობი შორენა ბეგაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის, ლევან ჩხეიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ბეგაშვილი მეფეს უშიშროებამ მიუგზავნა.
"სამეფო კარის თამაშები. სეზონი ჩაუვარდათ და მიიწვიეს შორენა ბეგაშვილი? მე, როგორც აგენტად მიგზავნილი (როგორც ამას ბოდავს "მეფის" ადვოკატი), ვაცხადებ კიდევ ერთხელ - მახათი იშოვეთ, ჯობია... p.s. გლეხის ქალი" - წერს "ფეისბუქზე" ბეგაშვილი.
"შორენა ბეგაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დროს უშიშროებამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აგენტად მიუგზავნა", – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"შორენა ბეგაშვილის სახელი, თუ დააკვირდებით, არსად მიხსენებია. ერთხელ მიხსენეს ბეგაშვილი "რუსთავი 2"-ზე. იქაც გავეცი პასუხი, რომ შორენა ბეგაშვილი იყო უშიშროებისგან ჩასმული აგენტი. ამის შემდეგ დამიკავშირდა მისი მეუღლე, მთხოვა, ჩემი მეუღლის სახელი აღარ ახსენოო. მე მას ვუთხარი, რომ არანაირი სურვილი გვაქვს ბეგაშვილის სახელის ხსენებისა. თუ არ უნდა მას, რომ მე მისი მეუღლის სახელი ვახსენო, მაშინ რატომ მოდის ქალბატონი შორენა და იძლევა ჩვენებას ჩვენ წინააღმდეგ?"- აღნიშნა ლევან ჩხეიძემ. განაგრძეთ კითხვა