"მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი დაინიშნა. არსებული ინფორმაციით, მან და პროდიუსერმა და ტელეწამყვანმა ნოე სულაბერიძემ ხელი სულ ცოტა ხნის წინ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიაზე ჯანეტს სადა თეთრი კოსტიუმი ეცვა. ფოტო მან "ინსტაგრამის" "სთორიში" გამოაქვეყნა.
ჯანეტ ქერდიყოშვილის და ნოე სულაბერიძის რომანის შესახებ AMBEBI.GE-სთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, როცა წყვილი თბილისის ერთ-ერთ კაფეში დავაფიქსირეთ.