სიახლე

ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან
რაც უნდა პროფესიონალურად იყოს რემონტი გაკეთებული და როგორი მარჯვე ხელებიც უნდა გქონდეთ, საყოფაცხოვრებო უწესრიგობებისგან არავინ არის დაზღვეული.

და სწორედ მაშინ, როცა ამ ტიპის უსიამოვნებები იჩენს თავს, ხშირად დამატებით  დისკომფორტს ქმნის ხელოსნის გამოძახება.
რა ხდება ამ დროს? როგორც წესი, მეგობრებს ვეკითხებით რჩევას კარგი ხელოსნის შესახებ, მაგრამ არც ისე მარტივია ისეთი ხელოსნის პოვნა, რომელსაც შეუძლია ზუსტად ის სერვისი შემოგთავაზოთ, რომელიც გჭირდებათ. ხელოსნის შერჩევის შემდეგ გიწევთ, მას მთელი თქვენი დღის წესრიგი უთხრათ და მოისმინოთ მისიც და ამის შემდეგ
შეთანხმდეთ მისაღებ დროზე, თანაც ისე, რომ დარწმუნებული არ ხართ მის პროფესიონალიზმში და არც ის იცით, ზუსტად რა დაგიჯდებათ ეს მომსახურება.

სამომხმარებლო ბაზარზე ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების შემჩნევა მარტივია, თუმცა რთულია გამოსავლის ძიება და საკითხის ეფექტიანად გადაჭრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ახალი ქართული კომპანია Profy სწორედ ამას ცდილობს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ერთმანეთთან აკავშირებს ხელოსანსა და მომხმარებელს. კომპანია, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, მიზნად ისახავს, რომ ხელოსანი და მომხმარებელი დაუკავშიროს ერთმანეთს მარტივად, სწრაფად და კომფორტულად.

Profy - პროფესიონალი ხელოსანი


კომპანიაში ხელოსნებს უწოდებენ Profy-ებს. ეს სახელი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ Profy-სთვის პრიორიტეტულია საქმის მიმართ პროფესიონალური მიდგომა.

Profy მოგიგვარებს სსხვადასხვა საყოფაცხოვრებო უწესრიგობას

სახლში სანტექნიკას პრობლემები აქვს, დენის გაყვანილობა შეფერხებით მუშაობს ან წყლის სისტემა არ არის მწყობრში?
Profy-ს შეუძლია მოგიწესრიგოს სანტექნიკა, შეაკეთოს და დაამონტაჟოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, უზრუნველყოს მილებისა და დენის გაყვანილობების გამართული მუშაობა და სხვა.

,,რაც მთავარია, მომსახურების მიღება უმარტივეს პროცედურებთან არის დაკავშირებული. ფასები ხელმისაწვდომია და პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი გყავთ. მე პირადად, ერთი ვიზიტით მომიგვარეს ურთულესი პრობლემა. უმაგრესი გუნდი გყავთ და ძალიან დიდი მადლობა” - წერს Profy-ს ერთ-ერთი მომხმარებელი თავის კომენტარში.

როგორ გამოვიძახო Profy?


ხელოსნის გამოძახება ქართულ რეალობაში ასეთი მარტივი და კომფორტული ჯერ არ ყოფილა. Profy-ს პროფესიონალი ხელოსნების გამოძახება ხდება პირდაპირ თქვენი სმარტფონიდან ან Profy-ს ვებგვერდიდან.
ამ ყველაფერს კი სულ რამდენიმე წამი და სამი ნაბიჯი სჭირდება:

  1. ირჩევ სასურველ მომსახურებას და უთითებ მისამართს;
  2. ირჩევ Profy-ს და უთითებ შენთვის ხელსაყრელ დროს;
  3. იხდი ონლაინ და Profy იღებ სასურველ მომსახურებას.

„Profy არის პლატფორმა, რომელიც ორ მხარეს - დამკვეთსა და შემსრულებელს ერთმანეთთან მარტივად აკავშირებს. Porfy-ს გამოარჩევს ის, რომ ჩვენთან რეგისტრირებული ხელოსნების პროფესიონალიზმს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ოსტატები გადიან ტრენინგებს, ასევე ვამოწმებთ მათ კომპეტენციის დონესა და კრიმინალურ წარსულს. შესაბამისად, მხოლოდ ჩემოთვლილი ეტაპების შემდეგ იტვირთება ხელოსნის პროფილი Profy-ს პლატფორმაზე” - ამბობს Profy-ს გენერალური მენეჯერი ირაკლი ზანთარაია.

Profy 505 ხელოსნებისთვის


Profy 505 კომფორტს უქმნის არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ ხელოსანსაც. კომპანიაში ოსტატებს არ ჰყავთ უფროსი, არ აქვთ განსაზღვრული სამუშაო განრიგი და ისინი თავად აწესებენ ფასებს კონკრეტულ მომსახურებაზე. ასევე, ხელოსნები ასრულებენ მხოლოდ იმ სამუშაოს, რაც მათ უნდათ.

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ნამდვილი Profy, თუ მიგაჩნიათ, რომ გამოგდით და გეხერხებათ: სანტექნიკა, ავეჯის მონტაჟი ან შეკეთება, კანალიზაცია, ელექტროობა, კარ-ფანჯრის, საკეტების, გათბობისა და კონდიცირების გამოცვლა და მონტაჟი,  ტექნიკის შეკეთება და სხვა.


დატოვე შეფასება


კომპანია Profy-სთვის ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შეფასება.
„Profy-ს შერჩევის დროს მის პროფილში ნახავთ მისი საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ მოკლე აღწერას, სურათს, რეიტინგსა და წინა მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებს მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე. თავიანთი დამკვეთებისთვის შეფასებების დაწერა შეუძლიათ ხელოსნებსაც. შეფასების ასეთი სისტემა მიღებულია არაერთ ცნობილ და  წარმატებულ კომპანიაში”, - ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი.

არ ღირს საქმის გადადება მაშინ, როცა სახლში არსებული სიმყუდროვე და კომფორტი, ზოგჯერ კი, უსაფრთხოებაც ირღვევა.
თანამედროვე ტექნოლოგიები ნამდვილად გვეხმარება საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში. ამის კარგი მაგალითი კი არის ახალი ქართული კომპანია Profy 505.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30