სიახლე

რას უკავშირებენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენას - ფრანგული მედია პირველად ვერსიებზე (+ფოტო)

რას უკავშირებენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენას - ფრანგული მედია პირველად ვერსიებზე (+ფოტო)
პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი შე­საძ­ლოა, სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ამის შე­სა­ხებ ფრან­გუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძა­რი ტაძ­რის ზემო ნა­წილ­ში გაჩ­ნდა, სა­დაც სა­რე­მონ­ტო-სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი ჯერ და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის.
ხან­ძრის შე­დე­გად ტაძ­რის შპი­ლი ჩა­მო­ინ­გრა. ტაძ­რის წარ­მო­მად­გე­ნელის გან­ცხა­დე­ბით, ცე­ცხლი ტაძ­რის მზიდ კონ­სტრუქ­ცი­ას უკი­დია.

ნოტრ-დამ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძა­რი ცე­ცხლის ალ­შია. ეს მთე­ლი ერის სუ­ლი­ე­რი მღელ­ვა­რე­ბაა. ჩემი ფიქ­რე­ბით ყვე­ლა კა­თო­ლი­კესა და ფრან­გთან ვარ. რო­გორც
ყვე­ლა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, დღეს მეც დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვარ იმით, რომ ჩვე­ნი ნა­წი­ლი იწ­ვის", - გა­ნა­ცხა­და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. ქა­ლა­ქის მე­რია მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ტუ­რის­ტებს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ ნოტრ-და­მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30