სიახლე

„მწერლები, რომელთა მკითხველი ვიყავი, ახლა უკვე ჩემს წიგნზე საუბრობდნენ“ - თეონა დოლენჯაშვილის პირველი წიგნის ამბავი

„მწერლები, რომელთა მკითხველი ვიყავი, ახლა უკვე ჩემს წიგნზე საუბრობდნენ“ - თეონა დოლენჯაშვილის პირველი წიგნის ამბავი
პირველი ნაწარმოები ავტორისთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. ხშირად ის ფართო საზოგადოებამდე ვერც აღწევს, მაგრამ ავტორისთვის მაინც გამორჩეულად ძვირფასია. რიგ შემთხვევაში კი მწერლები ცნობილები თავიანთი პირველივე ნაწარმოებით ხდებიან. საინტერესოა, რომელია ცნობილი ქართველი მწერლების პირველი ნაწარმოებები და რა ბედი ეწია მათ. გადავწყვიტეთ, პირველი წიგნის ისტორიები შეგვეგროვებინა.

თეონა დოლენჯაშვილი თავის პირველ წიგნს იხსენებს:

„ჩემი პირველი წიგნი 2005 წელს გამოიცა. ეს იყო მოთხრობების კრებული “იანვრის მდინარე”. არ მიფიქრია, რომ წიგნი უნდა დამეწერა. მიზნად ეს არ მქონია. როდესაც პირველ მოთხრობას “ფიდაი,
ანუ ამინა სამიდან ხუთამდე” ვწერდი - ეს ერთგვარი კვლევა იყო ჩემთვის. მაშინ ჟურნალისტი ვიყავი, ვუსმენდი ტერორისტ ქალთა სასამართლოს სტენოგრაფიულ ჩანაწერებს და ვფიქრობდი, რატომ და როგორ იქცევიან ჩემი თანატოლი გოგონები თვითმკვლელ შაჰიდებად. მინდოდა, სხვა კუთხით დამენახა ეს მოვლენა და ეს იყო ჩემი მიზანი. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს მოთხრობა დაიბეჭდებოდა და რაც მთავარია, ასეთი პოპულარული გახდებოდა. “ფიდაი” შევიდა “15 საუკეთესო მოთხრობის” კრებულში, მიიღო “პარნასის” ჯილდო, გახდა 2004 წლის საუკეთესო მოთხრობა. ითარგმნა უამრავ ენაზე, დაიწერა კინოსცენარი, რადიოპიესა, თანამედროვე ოპერაც კი. მოკლედ, ეს წარმატება უკვე რაღაცნაირად მავალდებულებდა, რომ გზა გამეგრძელებინა. შესაბამისად, “ფიდაის” მოჰყვა სხვა მოთხრობები - “ექსპედიცია”, რომელიც უკვე 2005 წლის “15 საუკეთესო მოთხრობის” კრებულში მოხვდა; “ლიანა, ვერა, ნორიკო”, ფრთები”, “425-ე”, “იანვრის მდინარე”, “სიჩუმის სამი ნაპირი” და სხვები...

ჩემი სადებიუტო კრებული “იანვრის მდინარე” საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. იგი 2006 წელს “საბას” საუკეთესო დებიუტის გამარჯვებული გახდა. წარმოუდგენელი იყო ანა კალანდაძის და სხვა ცნობილი მწერლების გვერდით “საბას” გამარჯვებულთა რიგებში ყოფნა. ეს საოცრად საინტერესო პროცესი იყო. სხვა კუთხით გავიცანი მაშინდელი ლიტერატურული სამყარო; გავიცანი ის მკითხველიც, რომელიც ხშირად უსამართლოდ მაკრიტიკებდა და ამგვარად იმასაც მივხვდი, რომ ეს წარმატება ხშირად მძიმე ჯვარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც ის მწერლები, რომელთა მკითხველი ვიყავი, ახლა უკვე ჩემს წიგნზე საუბრობდნენ. ახლა უკვე ის უნდა დამემტკიცებინა, რომ გაგრძელებაც ასეთივე საინტერესო იქნებოდა, როგორიც დასაწყისი. პირველი წიგნი პირველი შვილივითაა. მან უნდა გაამართლოს შენი იმედები ისევე, როგორც შენ - მისი. ეს გზა, რომელსაც პირველი წიგნი ხსნის, ღირსეულად გასავლელია. დებიუტი დასაწყისია, კარგი სტარტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მწერლის მთავარი გზა, აღმართ-დაღმართი, რთული მონაკვეთების დაძლევა და სხვა სიმაღლეების დაპყრობა უკვე შემდეგ იწყება”.

ასეთია თეონა დოლენჯაშვილის პირველი წიგნის ისტორია. დამწყებ მწერლებს კი დიდი შანსი ეძლევათ, რომ მათი პირველივე წიგნები ბესტსელერები გახდეს. ამ შესაძლებლობას ავტორებს „პალიტრა L-ის“ კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ აძლევს. თუ გაქვს სურვილი და ნიჭი იმისა, რომ წერო, ეს კონკურსი ნამდვილად შენთვისაა, რადგან კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა.

უკვე ორი წელია, კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ნიჭიერ ადამიანებს ეძებს და აძლევს იმის საშუალებას, აიხდინონ ყველაზე სანუკვარი სურვილი - შეუერთდნენ მათთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მწერლების რიგებს. პირველი ორი კონკურსის გამარჯვებული ნაწარმოებები დღეს ქართულ ბაზარზე რეალური ბესტსელერებია, ახლა კი შენი ჯერია!
თუ გიყვარს წერა, თუ გიყვარს ლიტერატურა და გინდა, შენი სახელი ამ სამყაროს დაუკავშირო, 1-ლი აპრილიდან 1-ლი მაისის ჩათვლით, აუცილებლად უნდა გამოგზავნო განაცხადი მეილზე: book@palitra.ge და მისცე შენს ოცნებას ახდენის საშუალება.

განაცხადის შესახებ და სხვა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93