საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირობას დებს, რომ შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენენ. ამის შესახებ BBC წერს.
მეხანძრეებმა შეძლეს, 850 წლის წინ აშენებული შენობის ქვის მთავარი სტრუქტურა და ორი კოშკი ცეცხლისგან გადაერჩინათ, თუმცა ჭერი ჩამოიშალა.
ხანძრის კონტროლი მაშველებმა მხოლოდ დაწყებიდან 9 საათის შემდეგ შეძლეს. მიზეზი უცნობია, თუმცა სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ხანძარი ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. პროკურატურა მომხდარს იძიებს.
გუშინ ღამით ადგილზე მისულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ყველაზე ცუდის თავიდან არიდება შეძლეს“ და ტაძრის მთავარი სტრუქტურა გადარჩა. პრეზიდენტი თანხის მოძიების კამპანიას საერთაშორისო მასშტაბით გეგმავს.
Washington Examiner-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს კონსულტაციების გამართვას ემანუელ მაკრონთან, რის შემდეგაც ის თხოვნით მიმართავს კონგრესს, გაიღოს ტაძრის რეკონსტრუქციისთვის საჭირო სრული თანხის 17.83%. ეს ციფრი სპეციალურად არის შერჩეული - სწორედ 1783 წლის „პარიზის შეთანხმების“ შედეგად, დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ის დამოუკიდებლობა აღიარა.
ცეცხლი ადგილობრივი დროით 18:30 საათზე გაჩნდა და ეკლესიის სახურავს სწრაფად მოედო. გაგრძელება