მრბოლელ მევდულ მელაძის და ყოფილი ჟურნალისტის, სალომე გველესიანის ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. მათი 16 წლის ბიჭი თბილისთან ახლოს ავტოავარიას ემსხვერპლა. ტკივილი იმხელა იყო, ოჯახთან მიახლოებაც კი ეძნელებოდათ მათი სევდის გამზიარებლებს.
"ვერც ვდებ ამ საშინელ ამბავს აქ, ვერც ვერაფერს ვწერ სალომეს და მევლუდის ტრაგედიაზე. ღმერთო, მიეცი ძალა, არ მოკვდნენ ამ დიდი განსაცდელისგან.... საშინელება მოხდა და განადგურებულები ვართ ყველა" - წერდა ამ ფაქტით შეძრწუნებული ეკა ხოფერია.
"ასე მგონია, ამ ქალაქის ყველაზე ფერადმა ნაწილმა ჩავიცვით შავი ყველაზე ციმციმა, ფოიერვერკული, კისკისა, ლამაზი, კეთილი გოგოს ტრაგედიის გამო. ყველაზე რისკიან, გამბედავ, თავზეხელაღებულ (ერთი შეხედვით) ხალხს შეგვეშინდა.
დავიზაფრეთ.
ეს დღეები განსაკუთრებით ჩავეხუტებით შვილებს, დედმამიშვილებს, მეუღლეებს, შეყვარებულებს და არ გავუშვებთ შორს და დავღლით ყურადღებით. მერე გავაგრძელებთ ისევ ცხოვრებას და ფერებიც დაბრუნდება. ყველასთან... გარდა...
გული გამისკდა, როგორი შავ-თეთრი იყო დღეს ყველაზე ნათელი გოგო ჩვენ შორის..." - ეს მაცაცო კევლიშვილის სიტყვებია.
ზოგადად, ძნელია, ასეთ ვითარებაში მოძებნო სათანადო სიტყვა, იმიტომ, რომ ამ აუხსნელ ტკივილს ვერაფერი ხსნის და აყუჩებს.
მიუხედავად ამხელა ტრაგედისაა, მევლუდ მელაძემ გამონახა ძალა და თავადაც მიუძღვნა პოსტი ამ ამბავს:
გაგრძელება