52 წლის ვენსან კასელისა და 21 წლის თინა კუნაკის სიყვარულისა და ქორწინების ამბავი 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ შოუბიზნესურ ამბად იქცა.
მას მერე კი, რაც ულამაზესი მოდელი თინა დაორსულდა, წყვილის გულშემატკივრები და მედია განუწყვეტლივ ადევნებდნენ თვალს მათ გვერდებს სოციალურ ქსელში, სადაც აქტიურად ავრცელებდნენ ფოტოებს. ვრცელდებოდა ვერსიებიც, მათ შორის, ზოგი იმასაც ვარაუდობდა, რომ თინა ტყუპს ელოდა. თუმცა წყვილს ქალიშვილი გაუჩნდა - ვენსანისთვის უკვე რიგით მესამე, რადგან მონიკა ბელუჩისთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა.
როგორც ვენსანმა "ინსტაგრამზე" დაწერა, გოგონას ამაზონი დაარქვეს. მან ამაზონის ჩანჩქერის ფოტოც გამოაქვეყნა და ფოტოს წააწერა: "ამაზონი დაიბადა".
გაგრძელება + ფოტოები