სიახლე

საიდუმლო სერობა, იუდას მხილება, ზიარების საიდუმლო, ფერხთბანა - რა ვიცით დიდი ხუთშაბათის შესახებ

საიდუმლო სერობა, იუდას მხილება, ზიარების საიდუმლო, ფერხთბანა - რა ვიცით დიდი ხუთშაბათის შესახებ
დიდი ხუთ­შა­ბა­თი არის დღე, როცა უფალ­მა თა­ვი­სი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი სა­ღა­მო მო­წა­ფე­ებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა. ორი დღის შემ­დეგ ეგ­ვიპ­ტის ტყვე­ო­ბი­დან მათი გა­მოხ­სნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ებ­რა­ე­ლე­ბი უდი­დეს დღე­სას­წა­ულს, პა­ს­ექს ზე­ი­მობ­დნენ. პა­ს­ე­ქის მი­ღე­ბა წინა დღი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით - გა­ლი­ლე­ი­დან მო­სულ­თათ­ვის. უფალ­მა, რაკი იცო­და, რომ თავი პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­ულ­ზე უნდა შე­ე­წი­რა, სე­რო­ბა სწო­რედ წინა დღეს, ხუთ­შა­ბათს გა­მარ­თა.
სა­ღა­მოს უფა­ლი მო­ცი­ქუ­ლებ­თან ერ­თად მი­ვი­და ერთ სახ­ლში. როცა პა­ს­ე­ქის საჭ­მე­ლად დას­ხდნენ, მა­ცხო­ვარ­მა მო­წა­ფე­ებს ამ­ცნო, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნი გას­ცემ­და. უფ­ლი­სა­გან ფა­რუ­ლად მხი­ლე­ბულ­მა იუ­დამ წარ­ბი არ
შე­ი­ხა­რა და იკი­თხა: "ვინ არის გამ­ცე­მი?" - მა­ცხო­ვარ­მა სხვე­ბის­გან შე­უმ­ჩნევ­ლად პირ­და­პირ უთხრა იუ­დას, რომ სწო­რედ ის იყო გამ­ცე­მი. იუ­და­ზე არც ამან გაჭ­რა. მა­შინ უფალ­მა მო­ცი­ქუ­ლებს და­უ­ფა­რა­ვად გა­ნუ­ცხა­და, რომ გამ­ცე­მი მას­თან ერ­თად ჯამ­ში ამო­ა­წობ­და ლუკ­მას.

ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი პა­ს­ე­ქის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უფალ­მა აიღო პური, აკურ­თხა, გა­ტე­ხა, მო­წა­ფე­ებს საჭ­მე­ლად მის­ცა და უთხრა: "ესე არს ხორ­ცი ჩემი თქვენ­თვის მი­ცე­მუ­ლი, ამას ჰყოფ­დეთ მო­სახ­სე­ნე­ბე­ლად ჩემ­და" (ლუკ. 22, 19). შემ­დეგ აიღო სას­მი­სი, მის­ცა მათ და უთხრა: "სუთ ამი­სა­გან ყო­ველ­თა: ესე არს სის­ხლი ჩემი ახ­ლი­სა აღ­თქუ­მი­სა, მრა­ვალ­თათ­ვის და­თხე­უ­ლი მი­სა­ტე­ვე­ბე­ლად ცოდ­ვა­თა" (მათ. 26, 27-28). ამით უფალ­მა და­ა­წე­სა ახა­ლი აღ­თქმის ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლო - ზი­ა­რე­ბა.

შემ­დეგ უფალ­მა ზედა შე­სა­მო­სე­ლი გა­ი­ხა­და, არ­და­გი (შე­სამ­შრა­ლე­ბე­ლი ნა­ჭე­რი) წელ­ზე შე­მო­ირ­ტყა, წყა­ლი სა­ბა­ნელ­ში ჩა­ას­ხა და მო­წა­ფე­ებს ფე­ხე­ბი და­ბა­ნა. ამით მან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიმ­დაბ­ლი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის უმაღ­ლე­სი მა­გა­ლი­თი გვიჩ­ვე­ნა და გვას­წავ­ლა, რომ ერ­თმა­ნეთ­საც ასე­თი­ვე მორ­ჩი­ლე­ბით ვემ­სა­ხუ­როთ.

იუ­დას გან­ზრახ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, უფალ­მა პირ­ველს სწო­რედ მას და­ბა­ნა ფე­ხე­ბი, მაგ­რამ ვერც ამით შეძ­ლო მისი ბო­რო­ტე­ბის აღ­მო­ფხვრა.

სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბას აღეს­რუ­ლე­ბა ბა­სი­ლი დი­დის წირ­ვა, რო­მე­ლიც სე­რო­ბას იმის სა­მახ­სოვ­როდ უერ­თდე­ბა, რომ უფალ­მა ზი­ა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო სწო­რედ ამ დღეს, სე­რო­ბის ჟამს და­ად­გი­ნა. სე­რო­ბა­ზე "რო­მელ­თა ქე­რუ­ბიმ­თას" ნაც­ვლად იგა­ლო­ბე­ბა: "სე­რო­ბა­სა სა­ი­დუმ­ლო­სა შე­ნი­სა­სა დღეს, ძეო ღვთი­საო, ზი­ა­რე­ბად შე­მი­წყნა­რე"… სე­რო­ბა­ზე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის მღვდელმთავ­რე­ბი ფერ­ხთ­ბა­ნის რი­ტუ­ალს ატა­რე­ბენ: რო­გორც მა­ცხო­ვარ­მა და­ბა­ნა ფე­ხე­ბი სე­რო­ბის და­წყე­ბამ­დე თა­ვის თორ­მეტ მო­წა­ფეს, ასე­ვე ბანს ფე­ხებს მღვდელმთა­ვა­რი თორ­მეტ მღვდელმსა­ხურს.

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93