გერმანიაში, მიუნხენში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განკითხვის დღის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მხოლოდ 6 კითხვა!
მეორედ მოსვლის დროს, როცა ღვთის შეუმცდარი სამსჯავროს წინაშე წარსდგება ყველა ადამიანი, განვლილი ცხოვრება აიწონება ქრისტეს მიერ დასმული 6 კითხვით.
მხოლოდ 6 კითხვა!
ეს თვითონ ქრისტეს სიტყვებია მათეს სახარებიდან (თ. 25), როცა მის საშინელ მეორედ მოსვლაზე ლაპარაკობს:
- მშიერს აძლევდით საჭმელს?
- მწყურვალს აწვდიდით წყალს?
- უსახლკაროს და მიუსაფარს მიეცით ბინა?
- შიშველს მიეცით ტანსაცმელი?
- მიხედეთ და მოუარეთ ავადმყოფებს?
- ინახულეთ ციხეში მყოფნი?
მეტი არაფერი, არცერთი სხვა კითხვა, მხოლოდ ეს 6 კითხვა დევს სასწორის პინაზე!
მხოლოდ 6 კითხვა!