ბლოგერი გურამ შეროზია საკუთარ გვერდზე აღდგომის გადაგვარებულ ტრადიციებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"9 რამ, რასაც სააღდგომო "ტრადიციებიდან" გადავაშენებდი:
- საქორწილო სუფრების გაშლა სასაფლაოებზე, ღრეობა და კბილთა ღრჭენა. აი ძაან უხარიათ მკვდრებს მათ საფლავებზე ტაშ-ფანდური;
- მარხვა მარხვისთვის. ანუ, როცა მარხვაზე ხარ, მაგრამ სამარხვო ყველს, სოსისს, ნამცხვარს და ყველაფერს მიირთმევ, დედისტრაკსაც სამარხვოდ იგინები, სიგარეტზე და ორალურ სექსზე კურთხევა გაქვს და მაინც მარხვაზე ხარ?
- ხალხის შეწუხება ამ ბრჭყვიალა კვერცხ-ჯეჯილებიანი გიფებით და ხუთასი კაცის ერთად მონიშვნა;
- ქალაქის დაცარიელებაზე ხუმრობები. დამცარიელებლების ისტერიკაც. განა რამე, ძააან გაიცვითა უბრალოდ, ასი წელია ერთ ადგილს ვტკეპნით;
- კვირაცხოვლობა, ანუ აღდგომის მეორე სერია, სამეგრელოში ე.წ. ქალების აღდგომა )));
- აღდგომიდან შემდეგი ორი თვე "ქრისტე აღდგათი" მისალმება (სწამს თუ არა, ეგ მაინც გავარკვიოთ);
- ორშაბათს კვერცხის არჭამა რაღაც უაზრო ცრურწმენების გამო.
- ერთმანეთისთვის მუდმივი შესწორება, ასე არა და აი, ასე უნდა მოგელოცააათ (აი, მიხედე რა შენს თავს);
- წითელი პარასკევის მოლოცვა (ნეტა იცოდნენ, რას ნიშნავს).
დანარჩენი გააგრძელეთ სახლში ❤ კი არა და, კომენტარებში.