სიახლე

ინსტაპოეზია სიყვარულზე, ფემინიზმზე, სექსსა და ძალადობაზე - ვინ არის თანამედროვე ავტორი, რომელსაც "ინსტაგრამზე" 4 მილიონი გამომწერი ჰყავს

ინსტაპოეზია სიყვარულზე, ფემინიზმზე, სექსსა და ძალადობაზე - ვინ არის თანამედროვე ავტორი, რომელსაც "ინსტაგრამზე" 4 მილიონი გამომწერი ჰყავს
ინ­სტა­პო­ე­ზია - ალ­ბათ, უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ ეს რე­ა­ლო­ბაა. რით­მი­ა­ნი თუ ურით­მო ფრა­ზე­ბი "ინ­სტაგ­რამ­ზე", 3,6 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი და მი­ლი­ო­ნო­ბით მო­წო­ნე­ბა - ეს 25 წლის ინ­დო­ე­ლი მწე­რა­ლი ქალი რუპი კა­უ­რია. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არაა. ინ­სტა­პო­ე­ზი­ით და­წყე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი და 2,5 მი­ლი­ო­ნი გა­ყი­დუ­ლი ეგ­ზემპლა­რი ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­რის მიღ­წე­ვე­ბის რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.
ინ­სტა­პო­ე­ზია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე აღ­მოჩ­ნდა. ავ­ტო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ პო­პუ­ლა­რო­ბას შე­მოქ­მე­დე­ბის ფორ­მატ­თან ერ­თად ხელი შე­უ­წყო იმ ფაქ­ტმაც, რომ ის წერს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მე­ტად აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე, რო­გო­რები­ცაა სიყ­ვა­რუ­ლი, სექ­სი,
უარ­ყო­ფა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

თუმ­ცა, რუპი კა­უ­რი ეხე­ბა უფრო რთულ სა­კი­თხებ­საც, რო­გო­რებიცაა ძა­ლა­დო­ბა, სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტე­ბი და რა­სიზ­მი. მისი მთა­ვა­რი სიძ­ლი­ე­რე კი ის არის, რომ კა­უ­რის პო­ე­ზია ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლია და შო­რი­დან კი არ უვ­ლის თე­მებს, არა­მედ პირ­და­პირ ეხე­ბა.



რო­გორ და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი და რითი და­იმ­სა­ხუ­რა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა ადა­მი­ა­ნე­ბის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი?


პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რუპი კა­უ­რი ისეთ ქა­ლებ­ზე წერს, რომ­ლებ­თაც უფ­ლე­ბებს უზღუ­და­ვენ, ცხოვ­რე­ბას უნად­გუ­რე­ბენ და სი­ჩუ­მე­ში ტკი­ვი­ლის ატა­ნას აი­ძუ­ლე­ბენ. ეს თემა დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია. უამ­რა­ვი რამ იწე­რე­ბა ამის შე­სა­ხებ, იმარ­თე­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ტრე­ნინ­გი თუ პრო­ექ­ტი, იღე­ბენ რე­გუ­ლა­ცი­ებს, მაგ­რამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მა­ინც ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­მა რჩე­ბა. რუპი კა­ურ­მა კი ეს თე­მე­ბიც წა­მოს­წია წინ, არ შე­შინ­და და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­არ­ღვია. საკ­მა­ოდ თა­მა­მი და პირ­და­პი­რი სტი­ლი აქვს, თუმ­ცა არა მკაც­რი. გულ­წრფე­ლია და ყვე­ლა სა­კითხს მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნი­ხი­ლავს.



„ბევ­რად მეტი ხარ, მინ­და იცო­დე“ - რუპი კა­უ­რი თა­ვი­სი ლექ­სე­ბით სწო­რედ ამის ჩვე­ნე­ბას ცდი­ლობს ქა­ლე­ბის­თვის. სურს, და­ა­ნა­ხოს მათ, თუ რამ­დე­ნად დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ და სწო­რედ ამი­ტომ, არ უნდა და­ნებ­დნენ.

„ერთი წესი მა­ინც რომ მცოდ­ნო­და უსაფრ­თხო­ე­ბის, იქ­ნებ არას­დროს მივნდო­ბო­დი უხი­ლავ ხე­ლებს“ - ესეც რუპი კა­უ­რის პო­ე­ზი­აა. ესაა პო­ე­ზია, რო­მე­ლიც ქა­ლებს ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტებ­შიც კი აღ­მო­ა­ჩე­ნი­ნებს ცხოვ­რე­ბის სით­ბო­სა და მოტ­კბო არო­მატს. პო­ე­ზი­ი­სა და პრო­ზის სინ­თე­ზი ლტოლ­ვის, ძა­ლა­დო­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, და­ნა­კარ­გე­ბი­სა და ფე­მი­ნუ­რო­ბის შე­სა­ხებ.



რუპი კა­უ­რი ინ­დო­ეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და კა­ნა­და­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი, პო­ე­ტი და ილუსტრა­ტო­რია. მისი პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი „რძე და თაფ­ლი“ 2014 წელს გა­მო­ვი­და და გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სა და მკი­თხვე­ლე­ბის­თვი­საც მეტ-ნაკ­ლე­ბად შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კრე­ბუ­ლი 30-ზე მეტ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი და 2,5 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რია გა­ყი­დუ­ლი.

კრე­ბუ­ლი მალე ქარ­თულ ენა­ზეც გა­მო­ი­ცე­მა. მას გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” ამ­ზა­დებს. პო­ე­ზია ინ­გლი­სუ­რი­დან სა­ლო­მე ბე­ნი­ძემ თარ­გმნა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93