სომეხმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა არმენ კაზარიანმა, მეტსახელად "პზომ", 21 წლის ქალიშვილს ერევანში გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა.
დიანა კაზარიანი ცოლად გაჰყვა სომხეთის ყოფილი ტრანსპორტის მინისტრის, ედუარდ მადატიანის ოჯახის წევრს.
ქორწილში გოგონას ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული დიზაინერის - ზუჰაირ მურადის (Zuhair Murad) კაბა ეცვა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ჯვრისწერის ცერემონია ეჩმიაძინში, წმინდა გაიანეს ტაძარში შედგა. რუსული მედია წერს, რომ ახალდაქორწინებულებისა და ასობით სტუმრის გართობაზე რუსული ესტრადის ვარსკვლავები ზრუნავდნენ, მათ შორის: სონია, სოსო პავლიაშვილი და სხვები.
სტუმრებს შორის იყვნენ სომხეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატები, ბიზნესმენები და "კრიმინალური ავტორიტეტები", რომლებიც ქორწილისთვის საგანგებოდ აშშ-დან ჩავიდნენ სომხეთში. გაგრძელება