ბევრ ოჯახში, მათ შორის თანამედროვე, პროგრესულ და ახალგაზრდა ოჯახში მამა თავს სუპერგმირად თვლის მაშინ, როცა ბავშვს ბინძურ საცვალს კვირაში ერთხელ გამოუცვლის.
მე ყოველთვის მეგონა, რომ პოზიცია „ბავშვის მოვლა ქალის საქმეა“ მხოლოდ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში იყო გავრცელებული, მაგრამ კლინტ ედვარდის, სამი შვილის მამის, ტექსტი წავიკითხე. კლინტი წერს, რომ ბავშვის აღზრდაში აქტიურად მონაწილე მამებს ძეგლები არ უნდა დაუდგან.
ედვარდსი იხსენებს, რომ ერთხელ დილით სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა და ცოლს რაღაც ამდაგვარი უთხრა: „მადლობელი უნდა იყო, რომ ღამით ბავშვის გამო ვდგები, მამების უმეტესობა ასე არ იქცევა“, რაზეც მეუღლემ ურჩია, მეორეჯერ მსგავსი რამ აღარ ეთქვა. „შენი სიტყვებიდან გამოდის, რომ ამ ყველაფერზე მაღლა ხარ და ყოველ ჯერზე, როცა ღამით დგები, უკანალზე უნდა გაკოცო. სხვათა შორის, ეს შენი ბავშვიც არის“ - უპასუხა ცოლმა.
ამაზე ედვარდსი გაგიჟდა და სამსახურში წავიდა - მრავალშვილიანი მამის აღიარებით ცოლის ზარებს არ პასუხობდა, რომ ზედმეტი არაფერი წამოცდენოდა. ოფისში მიმავალ გზაზე ის ყველაფერს მიხვდა და გადაწყვიტა, ცოლის დახმარებით საკუთარი დამოკიდებულება შეეცვალა. ნელ-ნელა მეგობრების გამოცდილებას აღარ უყურებდა, რომელთა უმეტესობა ბავშვების აღზრდაში მონაწილეობას არ ღებულობდა და საბოლოოდ მიიღო პოზიცია: „მე დამხმარე არ ვარ, მე მშობელი ვარ“. ბედნიერი დასასრული.
გაგრძელება