რატომ არჩი? რას ნიშნავს მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის სახელი? (+ ფოტო) - Marao

რატომ არჩი? რას ნიშნავს მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის სახელი? (+ ფოტო)

2019-05-09 14:41:30+04:00

რამდენიმე დღის წინ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი მშობლები გახდნენ - ჰერცოგინიამ ბიჭი გააჩინა.

გუშინ ინტერნეტი ოჯახის პირველი ფოტოებით აჭრელდა. ცნობილია ახალშობილის სახელიც, მას არჩი დაარქვეს. (Archie Harrison Mountbatten-Windsor)

არჩი - არჩიბალდის შემოკლებული ვარიანტია. ეს ტრადიციული შოტლანდიური სახელია და ნიშნავს - გაბედულს, თამამს და ნამდვილს!

პატარას ასევე მეორე სახელიც აქვს - ჰარისონი. სიტყვა-სიტყვით "ჰენრის შვილს" ან "ჰარის შვილს" ნიშნავს.

წყარო: peopletalk