ჟურნალისტის და ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას ძმა დათა გაბუნია დაქორწინდა. დათა გაბუნიას მეუღლე ჟურნალისტი ნია ტყეშელაშვილია.
ისევე, როგორც გიორგი, დათაც და ნიაც „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები არიან. ნია ჟურნალისტია, ხოლო დათა ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობს.
დათა გაბუნიას და ნია ტყეშელაშვილის სიყვარულის ისტორია 6 წელს ითვლის. ერთმანეთი წყვილმა „რუსთავი 2“-ში გაიცნო. მაშინ ნია 20 წლის იყო, დათა - 31 წლის.
11-წლიანმა ასაკობრივმა სხვაობამ ნია თავიდან შეაშინა, თუმცა დრომ ეს ასაკობრივი ბარიერიც წაშალა.