მოდელი, ნუკი კოშკელიშვილი უკვე დიდი ხანია ცდილობს, რომ სასურველ წონას მიაღწიოს.
შესაბამისად, მის "ინსტაგრამზე" ხშირია პოსტები, რომელიც წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. ნუკის რჩევები არასდროს ენანება და ამიტომ უამრავი გამომწერი ქალბატონი ჰყავს, რომლებიც ძალიან აქტიურობენ და თავადაც უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
ამჯერად ნუკიმ აღნიშნა, რომ ბევრი ქალბატონი მიმართავს საყვედურით. აი რაშია საქმე:
"არ შემიძლია ამ თემას არ შევეხო. ძალიან ბევრი მწერს, ამდენს რომ ლაპარაკობ წონაზე, ცუდ მაგალითს აძლევ ახალგაზრდა გოგოებს და პროპაგანდას უწევ ზედმეტ სიგამხდრესო.
ძვირფასო მკითხველებო!!! მე ვებრძვი მშობიარობის შემდგომ ზედმეტ წონას, ის სულ სხვანაირია, მახინჯია, დაკიდებულია და დამაკომპლექსებელია!!!
მთელი ცხოვრება (განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში) ვიყავი პუტკუნა და ამას ვიხდენდი და მომწონდა.
სულაც არ მიმაჩნია, რომ ქალი მოძრავი ანატომიური სკილეტი უნდა იყოს.
ზედმეტი სიგამხდრე არც ლამაზი და არც ჯანსაღი არ არის. ჩემი პოსტები და წუწუნი არის განკუთვნილი მხოლოდ ჩემნაირი დედებისთვის, ვინც აუცილებლად უნდა დააგდოს ის მომატებული წონა, რადგან ჩვენ შემთხვევაში ეს ვნებს ჩვენს ორგანიზმს.
მაგალითად, მე რომ მოვიმატე და გინდა არ გინდა ბავშვს დავათრევ ხელში, გამიჩნდა ვენების პრობლემა. ეს მარტივი მაგალითია, მშობიარობის შემდგომ თუ არ მიხედეს თავს, ბევრს უვითარდება დიაბეტი და ა.შ..
ამიტომ თუ მოზარდები ეცნობით ჩემს გვერდს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ჩემი პოსტები როგორც ბიძგი სიგამხდრისკენ.
იყავით ისეთები როგორებიც ხართ! საერთოდ არ არის საჭირო ყველა ერთნაირი იყოს. მილიონჯერ მინახავს გამხდარი და უხიბლო და ბევრად პუტკუნა და სუპერ ეშხიანი.
მთავარია იყოთ ჯანმრთელები და თავდაჯერებულები და წონა საერთოთ დიდი სისულელეა. გაიხედ-გამოიხედეთ სილამაზის სტანდარტები შეიცვალა, არავის უნდა გამხდარი ქალები! ჯანმრთელობა 21-ე საუკუნის ტრენდია. ჯანმრთელობას გისურვებთ! "
როგორც ყოველთვის, ამ პოსტსაც მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა და ქალბატონებმა განსხვავებული აზრი დააფიქსირეს:
"რა ცუდი მაგალითი, რას არ მოიგონებს უსაქმური ხალხი. ისე მიხარია მშობიარობის შემდეგ დაკლებული კილოგრამები, შენს პოსტებს რომ ვკითხულობ ასე მგონია ჩემზე წერ. გავაგრძელოთ კლება", "გენეტიკა დიდი გავლენას ახდენს. მშობიარობის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი იცვლება და წონის დაკლებაც ცოტა ჭირს, თუმცა ბევრი ცდილობს და შედეგსაც აღწევს.
ჩემ შემთხვევში ორი შვილი გავაჩინე, ორივეს ვაჭამე და გიჟური რეჟიმის გამო ძალიან დავიკელი. ბავშვები, სამუშაო, სახლი.. ყოველთვის 55 კილო ვიყავი. ორსულობის დროს 20 კილო მაქვს მომატებული, ახლა კიდევ 48 კილო ვარ.
სამზარეულოში ვმუშაობ, სულ საჭმელთან მაქვს შეხება, მაგრამ გიჟური რეჟიმი ხელს მიწყობს. ჯანმრთელობას და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ.", "თუ ადამიანს გახდომა უნდა და ეს მის ჯანმრთელობასაც უწყობს ხელს, ვისი რა საქმეა? ყველა ტვინიკოსი ნუ გამოდის სხვის ცხოვრებაში. თუ ვინმეს ჩაპუტკუნებულად უნდა ბედნიერება, იბედნიეროს. მაგრამ სხვებს თუ წონის დაკლება უმარტივებს ცხოვრებას, უნდა გავჩუმდეთ და ცხვირები სხვის საქმეში არ ჩავყოთ"..
თქვენ როგორ ებრძვით წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებებიც.