ვერავინ იფიქრებდა წლების წინ, რომ საქართველოში შესაძლებელი იქნებოდა მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებული სერვისების შექმნა.
M|GROUP სწორედ მომხმარებელზე ორიენტირებული ჯგუფია, რომელმაც დიდი ძალისხმევით საუკეთესო შედეგებს დასავლური სტანდარტების დანერგვით მიაღწია. სწორედ ამიტომ გახდა M|GROUP-ი აღმოსავლეთ ევროპის HORECA სექტორში HACCP-ის კონცეფციით ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატის მფლობელი.
სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფის მართვაში დღეისთვის ექვსი სხვადასხვა კონცეფციის პოზიციონირებული პროექტია, როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოში ტურიზმის განვითარებას, რა თქმა უნდა, სერვისით კმაყოფილი სტუმრები განაპირობებენ. M|GROUP-ის მიზანიც სწორედ კმაყოფილი მომხმარებელი, დახვეწილი სერვისი და კომფორტული გარემოა. თითოეულ რესტორანს თავისი განსხვავებული ნიშა აქვს, დამახასიათებელი სამზარეულოთი, კერძებითა თუ სასმლით.
ამ ყველაფრის შესახებ M|GROUP-ის გენერალური დირექტორი ანა ბოკერია მოგვიყვება.
გაგაცნობთ თითოეულ მათგანს:
"მეტეხის ჩრდილში"
თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე რესტორანი "მეტეხის ჩრდილში", რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია სპექტაკლზე "მეტეხის ჩრდილში", გამოირჩევა მყუდრო გარემოთი და უგემრიელესი ქართული თუ ევროპული კერძებით. რესტორანი დღის მანძილზე უამრავ ტურისტს მასპინძლობს. აღსანიშნავია ჩვენი რესტორნისთვის სახასიათო მყუდრო და ქართულ სტილში მოწყობილი კუპეები და ტერასა, რომელიც ძველი თბილისის თვალწარმტაც ხედებსა და მდინარე მტკვარს გადასცქერის.
ჩვენთან საშუალება გეძლევათ, ქართული ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის ფონზე, სხვა უამრავ უგემრიელეს კერძთან ერთად დააგემოვნოთ "ქართული სუფრის საგანძური", რომელიც საქართველოს კუთხეებიდან მოპოვებული და შეკრული სპეციალური მენიუა და აერთიანებს უძველესი ტრადიციებით მომზადებულ კერძებს.
"პურის სახლი"
ქართული კონცეფციის მქონე რესტორანი "პურის სახლი" გამორჩეული და საინტერესო ინტერიერით ხასიათდება. რესტორანში შესვლისთანავე "სათონეში" აღმოჩნდებით, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ გრძელი კახური შოთის, მრგვალი თხელი მადაურის ცხობას და სურვილის შემთხვევაში თავადაც მიიღოთ მონაწილეობა მის გამოცხობაში. რესტორანში ყოველ საღამოს ჟღერს ქართული ქალაქური მუსიკა ცოცხალი შესრულებით, რომლის ფონზეც შეგიძლიათ დააგემოვნოთ "გურმანთა განსაკუთრებული მენიუ", სპეციალურად გურმანებისთვის შექმნილი.
"მასპინძელო"
თუკი გემრიელად წახემსებას და უგემრიელესი ხინკლის დაგემოვნებას გადაწყვეტთ, რესტორანი "მასპინძელო" საუკეთესო არჩევანია. დატკბით ქართული მასპინძლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და ისიამოვნეთ მყუდრო გარემოთი 24 საათის განმავლობაში.
"ოტიუმი"
ტყის პირას, კუს ტბის გზაზე მდებარე რესტორანი "ოტიუმი" შესანიშნავი ადგილია როგორც მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების გარემოცვაში განსატვირთად, ისე საქმიანი შეხვედრებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ საღამოობით თანამედროვე ცოცხალი მუსიკით დატკბეთ ან დაესწროთ უამრავი ქართველი და უცხოელი მუსიკოსის კონცერტს. "ოტიუმის" თანამედროვე ინტერიერი და ტყის პირას გაშენებული ულამაზესი ეზო კი საუკეთესოა თქვენი ღონისძიებების ჩასატარებლად, რადგან საკმაოდ მარტივად შეიძლება მოერგოს ნებისმიერი გემოვნებისა თუ სურვილების მქონე ადამიანს.
M|CATERING
M|GROUP ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული მიმართულება M|CATERING-ია, რომელიც 10 წელია, ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი.
2017 წელს მოხდა M|CATERING-ის მთლიანად განახლება, შეიცვალა მენიუ, დაიხვეწა ვიზუალი და გემოვნური თვისებები. პროდუქტი გადის სერიოზულ მონიტორინგს, დაცულია სტანდარტიზაციის, საერთაშორისო ჯანდაცვის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ნორმა. კომპანიამ ასევე შექმნა პატარებისთვის განსაკუთრებული ხაზი _ M|KIDS, რომელიც სრულიად ჯანსაღი, სასარგებლო და ბავშვების საყვარელი პროდუქტებისგან იქმნება და დამზადებულია გადარჩეული, არაალერგიული პროდუქციისაგან.
კურორტი "ყვარლის ტბა"
კურორტი "ყვარლის ტბა" 2010 წელს დაარსდა და მდებარეობს საქართველოს უმშვენიერესი რეგიონის, კახეთის შუაგულში. ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, ზაფხულის ცხელ დღეებში შეგიძლიათ ისიამოვნოთ ჩვენი ულამაზესი აუზით, დაისვენოთ სპაში და განიტვირთოთ მეგობრების გარემოცვაში. ასევე, სასტუმროს ტერიტორიაზე დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ისეთი გამაჯანსაღებელი აქტივობებით, როგორიცაა: სატრენაჟორო დარბაზი, მასაჟის კაბინეტი, საუნა, თურქული აბანო და სხვა.
უცხოელი ტურისტებისთვის სისტემატურად ტარდება ქართული ტრადიციული კულინარიის მასტერკლასები.
კომპანიის მიზანია კახეთის რეგიონის, კერძოდ, ყვარლის პოპულარიზაცია, როგორც მეზობელი ქვეყნების, ასევე ევროპიდან ჩამოსული სტუმრებისთვის.
ამისთვის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მთავრდება სამშენებლო სამუშაოები ახალი შენობისთვის, რომლის გახსნაც დაგეგმილია ზაფხულის დასაწყისში. სასტუმროს ახალი ბლოკის მშენებლობისას გათვალისწინებული იქნება შშმ პირთათვის განკუთვნილი ნომრებიც.
სასტუმროს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს ქართველი დიზაინერის, ნინო ჩუბინიშვილის მიერ გაკეთებული კონცეპტი, რაც თითოეულ დეტალში იგრძნობა.
"ყვარლის ბაღები"
,,ყვარლის ტბის" კურორტიდან 12 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ულამაზესი "ყვარლის ბაღები". მისი კონცეფცია მეტწილად ახალგაზრდა მომხმარებელზეა გათვლილი. აქ შესანიშნავად აღნიშნავთ დაბადების დღეს ან იზეიმებთ დღესასწაულებს მეგობრებთან ერთად. 35 ჰექტარზე გაშენებული ულამაზესი ბაღები და კომფორტული გესთ-ჰაუსი თქვენს განკარგულებაში იქნება.
M|GROUP-ის სამომავლო გეგმებში თბილისში სრულიად ახალი სტილის რესტორნების ქსელის გახსნაც შედის.
(R)