სიახლე

"ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა" და გადახტა წყალში", - რას ჰყვებიან ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის თვითმხილველები

"ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა" და გადახტა წყალში", - რას ჰყვებიან ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის თვითმხილველები
26 მა­ისს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში, სა­დაც ექ­სკურ­სი­ა­ზე - ნი­ნოს­ხე­ვის ჩანჩქერ­ზე მყო­ფი 16 წლის გო­გო­ნა წყალ­მა წა­ი­ღო. გვი­ან ღა­მემ­დე რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მაშ­ვე­ლე­ბი და­კარ­გულ მო­ზარდს ეძებ­დნენ. დი­ლი­დან ისევ გა­ნახ­ლდა სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, თბი­ლი­სი­დან და­მა­ტე­ბით ჩა­ვიდ­ნენ მყვინ­თა­ვე­ბიც. სამ­წუ­ხა­როდ, გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა, მაშ­ვე­ლებ­მა ცხე­და­რი ახ­ლა­ხან იპო­ვეს.
რო­გორც გა­ირ­კვა, და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნა კერ­ძო სკო­ლა "ალ­ბი­ო­ნის" მე­თერ­მე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. ის და მისი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში ექ­სკურ­სი­ა­ზე წა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც მოხ­
და ეს ტრა­გე­დია. ექ­სკურ­სი­ა­ზე მყო­ფი ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ლა­გო­დე­ხის პო­ლი­ცი­ამ წუ­ხელ­ვე დაჰ­კი­თხა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. ამ დრომ­დე კა­ხეთ­ში რჩე­ბი­ან გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და პე­და­გო­გე­ბი. ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი ბავ­შვე­ბი მომ­ხდა­რით შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ.

ჩვენ გა­ვე­სა­უბ­რეთ სკო­ლა "ალ­ბი­ო­ნის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს, ქალ­ბა­ტონ მა­რი­კა ილუ­რი­ძეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გა­ნიც­დის მომ­ხდარს:

- ჩვე­ნი სკო­ლის მე­თერ­თმე­ტე (მე­ო­რე )კლა­სის ექ­სკურ­სია იყო და ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. წუ­ხელ­ვე წა­ვე­დით კა­ხეთ­ში ყვე­ლა­ნი: დი­რექ­ტო­რი, სხვა პე­და­გო­გე­ბი. გა­მომ­ძი­ე­ბელ­საც ვე­ლა­პა­რა­კეთ. უკვე და­ჰკი­თხეს ბავ­შვე­ბი, ვინც უშუ­ა­ლოდ ამას უყუ­რა; ის პე­და­გო­გე­ბიც, ვინც ახ­ლდა ბავ­შვებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბავ­შვმა უცებ "რუგ­ზა­კი მო­იხ­სნა", თქვა, უნდა ვი­ბა­ნა­ვოო და გა­დახ­ტა წყალ­ში. სულ წა­მებ­ში ბავ­შვი უკვე გა­უ­ჩი­ნარ­და. ეს არ იყო ჩანჩქერ­თან, ცოტა ქვე­მოთ იყო, სა­დაც თურ­მე უფრო და­გუ­ბე­ბუ­ლი წყა­ლია. ბავ­შვე­ბი ამ­ბო­ბენ, და­ვი­ნა­ხეთ მისი ორი ხე­ლის გას­მა წყალ­ში და მერე გაქ­რაო. ამის შემ­დეგ მა­ში­ნვე და­რე­კეს 112-ში ბავ­შვებ­მა და პე­და­გოგ­მა. მაშ­ვე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ. ის ად­გი­ლი არის თურ­მე ძა­ლი­ან ღრმა და ვერ იპო­ვეს. მერე უცებ სე­ტყვა და წვი­მა წა­მო­ვი­და. რთუ­ლი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეძებ­დნენ გვი­ა­ნო­ბამ­დე, მაგ­რამ რომ და­ღამ­და, ხილ­ვა­დო­ბა გა­უ­ა­რეს­და და ძებ­ნა ვერ გა­აგ­რძე­ლეს. ძებ­ნა ამ დი­ლით გა­ნა­ახ­ლეს. პო­ლი­ცი­ამ წუ­ხელ, 3 სა­ათ­ზე გვი­თხრა, რომ თბი­ლისი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს მყვინ­თა­ვე­ბი. წაიკითხეთ ვრცლად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93