სიახლე

ჟურ­ნა­ლის­ტი ნინი ჯა­ფა­რი­ძე მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

ჟურ­ნა­ლის­ტი ნინი ჯა­ფა­რი­ძე მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
ჟურ­ნა­ლის­ტი ნინი ჯა­ფა­რი­ძე დღეს დი­ლით, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნო­ზით, "ჯო­ე­ნის კლი­ნი­კა­ში" გარ­და­იც­ვა­ლა. და­გეგ­მი­ლი სა­კე­სი­რო კვე­თა ჟურ­ნა­ლისტს 21 მა­ისს "იმე­დის კლი­ნი­კა­ში" ჩა­უ­ტარ­და. ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა და მშო­ბი­ა­რო­ბი­დან ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დედა და შვი­ლი თავს კარ­გად გრძნობ­დნენ. რო­გორც ნინი ჯა­ფა­რი­ძის მე­გო­ბა­რი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, ნი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ძიმ­და და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა თან­და­ყო­ლილ­მა გუ­ლის მან­კმა გა­მო­იწ­ვია.
"იმე­დის კლი­ნი­კა­ში" ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა ოპე­რა­ცი­ამ. გაჩ­ნდა პა­ტა­რა ბარ­ბა­რე, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი და დე­დაც კარ­გად გრძნობ­და თავს ორი დღის
გან­მავ­ლო­ბა­ში. შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ძიმ­და მისი
მდგო­მა­რე­ო­ბა, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა და­ე­წყო და გა­და­იყ­ვა­ნეს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. იქ ორი დღე ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე ჰყავ­დათ. გუ­შინ კი "ჯო­ე­ნის კლი­ნი­კა­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს. ნი­ნის ჰქონ­და თან­და­ყო­ლი­ლი გუ­ლის მან­კი და ამან და­ამ­ძი­მა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. ყვე­ლა­ნა­რი მკურ­ნა­ლო­ბა სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­უ­ტარ­და. ბარ­ბა­რე სახ­ლშია უკვე და თავს კარ­გად გრძნობს. ნი­ნის­თვის ეს პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა იყო", - აცხა­დებს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

ნინი ჯა­ფა­რი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ბიბ­ლუ­სის" მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და.

"არ ვიცი რო­გორ გა­მოვ­ხა­ტო ეს სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი, რაც ამ ამ­ბავ­მა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს მოგ­ვა­ყე­ნა, ვერ ვი­ჯე­რებთ, რომ ნინი აღარ გვყავს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც "ბიბ­ლუ­სის" ხა­ლი­სი იყო, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და. არ შე­იძ­ლე­ბო­და, ნინი არ გყვა­რე­ბო­და ისე­თი კე­თი­ლი,
ჭკვი­ა­ნი და სი­ცო­ცხლით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. ხან­და­ხან დღის ბო­ლოს ენერ­გია გა­მოც­ლი­ლი მას რომ შევ­ხე­დავ­დი, სულ ხა­ლი­სი­ა­ნი და თვა­ლებ­მო­ციმ­ცი­მე იყო, მის­გან ვსწავ­ლობ­დი ცხოვ­რე­ბის ასეთ სიყ­ვა­რულს, ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლია ყვე­ლას­თვის მისი და­კარ­გვა.

"ბიბ­ლუს­მა" მისი სა­ხით და­კარ­გა უდი­დე­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მე­ლი და ძა­ლი­ან დიდი ხა­ლი­სი, რო­მელ­საც არ ვიცი ოდეს­მე რამე თუ შეგ­ვიც­ვლის. მთე­ლი სამ­სა­ხუ­რის სა­ხე­ლით სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ მის ოჯახს, ნინი მუდ­მი­ვად დარ­ჩე­ბა "ბიბ­ლუ­სის" ის­ტო­რი­ას, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა ჩვენ­თან უკე­თე­სო­ბის­კენ, სა­მუ­და­მოდ წას­ვლით კი მუდ­მი­ვი სევ­და დაგ­ვი­ტო­ვა თო­თო­ე­ულ ჩვენ­განს", - აცხდებს "ბიბ­ლუ­სის" კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი თიკო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი.

"პა­ლიტ­რა მე­დია" ჰოლ­დინ­გი სამ­ძი­მარს უცხა­დებს ნინი ჯა­ფა­რი­ძის ოჯახს და თა­ნამ­შრომ­ლებს.
თინათინ ზვიადაძე

წყარო: ambebi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი