სიახლე

5 საინტერესო სათამაშო, რომლებიც ბავშვს განვითარებაში დაეხმარება

5 საინტერესო სათამაშო, რომლებიც ბავშვს განვითარებაში დაეხმარება
სათამაშო ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სათამაშოს, რომელსაც ბავშვისთვის ვყიდულობთ. გარდა იმისა, რომ ის აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს, სათამაშო ბავშვის განვითარებას უნდა ისახავდეს მიზნად. პედიატრები და ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ სათამაშო ბავშვის ასაკის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. მთავარი აქცენტი კი უნდა გავაკეთოთ ისეთ სათამაშოებზე, რომლებიც პატარას მოტორიკას განუვითარებს, მათ სხვადასხვა როლის მორგებაში დაეხმარება და ახალ უნარებსა და შესაძლებლობებს შესძენს.

გთავაზობთ რამდენიმე სათამაშოს, რომლებიც თქვენი პატარას განვითარებას სწორ მიმართულებას მისცემს.

მეზღაპრე დათუნია


დათუნია კითხულობს 4
ზღაპარს და ინტერაქციულია. ის პატარას კონცენტრაციისა და მოსმენის უნარის განვითარებაში დაეხმარება. მისი დახმარებით ბავშვებს მარტივადაც დააძინებთ.

Fluffy


ეს არის მსუბუქი და ჰაეროვანი ფერადი პლასტელინი, რომელიც წყალში არ იძირება, ტივტივებს, ჰაერზე არ შრება. პლასტელინი მოძრავია, ხტუნავს და შეგიძლიათ მარტივად მისცეთ ნებისმიერი ფორმა. რაც შეეხება ძერწვას, ის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობაა, რადგან ძერწვა ეხმარება ბავშვს ხელის მოტორიკის განვითარებაში, უვითარებს ფანტაზიას, შემოქმედებით ნიჭს.

Fisher price


ამერიკული Fisher Price-ის ბრენდის რბილი, ფუმფულა, მუსიკალური ბეჰემოტი ვარსკვლავების პროექტორით, პატარების საყვარელი სათამაშოა. რბილი, ფუმფულა პლუში დამამშვიდებელი, ბუნების ხმებითა და მუსიკით შექმნილია სპეციალურად თქვენი პატარების მშვიდად და კომფორტულად ძილისთვის. ძილი კი ბავშვის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

clementonis-ლაბორატორია


ეს არის შემეცნებით-განმავითარებელი სათამაშო 8+ ასაკის ბავშვებისთვის. სამეცნიერო მუზეუმი თქვენს შვილებს ფიზიკისა და ინჟინერიის საინტერესო შემეცნებას სთავაზობს. საინტერესო ექსპერიმენტებით დაწყებული ინტერესი კი სამომავლოდ შეიძლება დიდ მეცნიერებაშიც გადაიზარდოს.

ბარბი



ბარბის თოჯინები გოგონების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სათამაშოა. ბარბების საშუალებით ისინი სხვადასხვა როლს ირგებენ და ახალ ჩვევებსაც ივითარებენ.
ამ და კიდევ არაერთი შემეცნებითი და ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოს შეძენა „პეპელას“ მაღაზიათა ქსელში განსაკუთრებული ფასდაკლებით შეგიძლიათ. 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, მაღაზიამ საბავშვო დღეები გამოაცხადა და მომხმარებელს სათამაშოების სრულ ასორტიმენტზე 20%-50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30