სიახლე

GOT-ის დასრულების შემდეგ კიტ ჰარინგტონი დეპრესიას მკურნალობს

ცნობილი გახდა, რომ "სამეფო კარის თამაშების" ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჯონ სნოუს შემსრულებელი მსახიობი კიტ ჰარინგტონი რეაბილიტაციურ ცენტრში მკურნალობს.

მსახიობის წარმომადგენელმა ეს ამბავი The Hollywood Reporter-ს შეატყობინა.

"კიტმა გადაწყვიტა, ეს შესვენება თავის გრაფიკში გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, გაატაროს გარკვეული დრო გამაჯანსაღებელ ცენტრში, რათა ზოგიერთი პირადი საკითხი მოაგვაროს". 


პორტალ Page Six-ის ინფორმაციით, კიტი უკვე თვეზე მეტია Prive-Swiss-ის კლინიკაშია, სადაც ებრძვის სტრესს, გადაღლას და ალკოჰოლიზმზე დამოკიდებულებას სერიალის დასრულების გამო.

კიტის მეგობარმა პორტალს შეატყობინა, რომ სერიალის ფინალი მსახიობისთვის სერიოზული დარტყმა
იყო.

"მას არ შეეძლო იმის გაცნობიერება, რომ ეს დასასრულია". 


ექიმებმა მას ფსიქოლოგიური ტრენინგები და მედიტაცია დაუნიშნეს. კიტის ცოლი როუზ ლესლი, რომელიც მსახიობმა სერიალის გადასაღებ მოედანზე გაიცნო, მასთან ერთად იმყოფება.

კლინიკაში ერთთვიანი მკურნალობა 120 000$ ჯდება.

წყარო: peopletalk
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93