სიახლე

"რეალობა საზოგადოებამ ჩვენგან უნდა გაიგოს..." - ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის გოგონას კლასელები ღია წერილს ავრცელებენ

"რეალობა საზოგადოებამ ჩვენგან უნდა გაიგოს..." - ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის გოგონას კლასელები ღია წერილს ავრცელებენ
ლა­გო­დეხ­ში ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" ღია წე­რილს ავ­რცე­ლე­ბენ, სა­დაც უბე­დურ შემ­თხვე­ვას დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რენ:
"ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც გვტკი­ვა და არას­დროს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა... ჩვენ, სოფი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, დღეს ვი­ღებთ სამ­ძი­მარს, რად­გან ეს სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად იქცა. მად­ლო­ბას ვუხ­დით ჩვე­ნი სკო­ლის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს, რომ­ლე­ბიც ჩვენ გვი­სამ­ძიმ­რე­ბენ, მად­ლო­ბა ჩვე­ნი სკო­ლის უმ­ცროსკლა­სე­ლებს და ზო­გა­დად მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც ჩა­შა­ლეს ყვე­ლა სა­ხის სა­გა­ზა­ფხუ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა... მწუ­ხა­რე­ბა უსა­ზღვროა. ვფიქ­რობთ, სი­ტყვებ­საც არ აქვთ იმ­ხე­ლა ძალა, რომ ოჯახს თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დოთ... ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენც ოჯა­ხის
წევ­რე­ბი ვართ. დიდ ტრა­გე­დი­ას ათა­სი მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა. გვეს­მის უამ­რა­ვი ჭორი, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ჩვენ ვე­ლო­დე­ბო­დით გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და ამი­ტომ არ ვა­კე­თებ­დით კო­მენ­ტა­რებს. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ თვითმხილ­ვე­ლე­ბი ვართ და ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ა­ლო­ბა ჩვენ­გან უნდა გა­ი­გოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. სიმ­ძაფ­რის გამო (თუმ­ცა, ამ­ბა­ვი ისე­დაც მძაფ­რია!) მე­დია ჭრის კად­რებს და არ აწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც უნდა იტევ­დეს სი­მარ­თლეს. ამი­ტომ ჩავ­თვა­ლეთ აუ­ცი­ლებ­ლად, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს მი­ვაწ­ვდი­ნოთ ჩვე­ნი ხმა, რო­გორ დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია ჩვენ თვალ­წინ... (კი­დევ ვი­მე­ო­რებთ, ეს ჩვე­ნი დიდი ტკი­ვი­ლია!).

ექ­სკურ­სი­ამ­დე ათი დღით ადრე კლას­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, წავ­სუ­ლი­ყა­ვით ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში, გურ­გე­ნი­ა­ნის ჩანჩქე­რის სა­ნა­ხა­ვად. ხში­რად ვა­მოწ­მებ­დით ამინ­დის პროგ­ნოზს. 26 მა­ისს (არ წვიმ­და), დი­ლით 7 სა­ათ­ზე შე­ვიკ­რი­ბეთ სკო­ლას­თან მოს­წავ­ლე­ე­ბი, სამი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სკო­ლის ექი­მი. სოფი არ მო­სუ­ლა, ეგო­ნა, რომ 8 სა­ათ­ზე ვიკ­რი­ბე­ბო­დით. დაგ­ვი­რე­კა, გა­და­ა­მოწ­მა და დე­და­მი­სი და სოფი დაგ­ვხვდნენ "ისთ-ფო­ინთთან". სოფი შე­მოგ­ვი­ერ­თდა და გზა გან­ვაგ­რძეთ. ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი მგზავ­რო­ბი­სას არას­დროს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა! 11 სა­ათ­ზე ვი­ყა­ვით ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­თან. არა­ვინ დაგ­ვხვედ­რია, არც ამ­კრძა­ლა­ვი ნი­შა­ნი შეგ­ვხვედ­რია. ვნა­ხეთ, რომ ტუ­რის­ტე­ბიც იმ გზით მი­დი­ოდ­ნენ და ჩვენც გა­ვუ­ყე­ვით გზას. როცა გა­ვი­ა­რეთ და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რი, უცებ მოს­წავ­ლე­ებ­მა ვი­ფიქ­რეთ, რომ ამ­ხე­ლა სა­ვალ­ზე მოგ­ვშივ­დე­ბო­და და ამი­ტომ ლან­ჩის ასა­ღე­ბად ავ­ტო­ბუ­სი­სა­კენ ორი მოს­წავ­ლე მიტ­რი­ალ­და. სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლიც უკან გა­მოგ­ვყვა. და­ნარ­ჩე­ნებ­მა ნელა გა­ვაგ­რძე­ლეთ გზა.

და­ვი­ნა­ხეთ ხან­ში­შე­სუ­ლი კაცი (რე­ინ­ჯე­რი), რო­მელ­საც ჩვენ­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მო­უქ­ცე­ვია, არა­ფე­რი უკი­თხავს, არა­ფე­რი ურ­ჩე­ვია. შემ­დეგ შევ­ხვდით ჩვენ, რომ­ლებ­საც ლან­ჩი მოგვქონ­და, ჩვენ­თან ერ­თად მყოფ­მა სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ა­ჩე­რა (თვი­თონ არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა!) და ჰკი­თხა, უსაფრ­თხო იყო თუ არა ჩანჩქერ­ზე ას­ვლა, რად­გან ვი­ცო­დით, რომ ორი კვი­რის წინ იყო წყალ­დი­დო­ბა კა­ხეთ­ში და სა­შიშ­რო­ე­ბას ხომ არ წარ­მო­ად­გენ­და იქ ას­ვლა. მის­გან მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, რომ წყალ­დი­დო­ბამ გა­ა­ფუ­ჭა გზე­ბი, გვირ­ჩია სხვა გზით წავ­სუ­ლი­ყა­ვით, იქ არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ გვე­ლო­და. ჩვენ და­ვე­წი­ეთ ჯგუფს, ვუ­თხა­რით რე­ინ­ჯე­რის ნათ­ქვა­მი და ყვე­ლამ ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლეთ გზა. ყვე­ლა ერთი ტემ­პით ვერ მივ­დი­ო­დით, ამი­ტომ და­ვი­ყა­ვით რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად. სა­მი­ვე ჯგუფს ჰყავ­და თითო მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი. სო­ფიმ გზის დიდი ნა­წი­ლი გა­ი­ა­რა მე­სა­მე ჯგუფ­თან, თუმ­ცა იმის გამო, რომ ძა­ლი­ან უნ­დო­და ჩანჩქერ­ზე ას­ვლა, და­წი­ნა­ურ­და და მე­ო­რე ჯგუ­ფის­კენ გა­ე­შუ­რა. ავე­დით... ნა­წილ­მა ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღეთ, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც პირ­ველ ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. შე­ვე­დით წყალ­ში და გავგრილ­დით (იქვე ბა­ნა­ობ­დნენ ტუ­რის­ტე­ბიც და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც, სა­ხი­ფა­თო არა­ფე­რი ჩან­და!). გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93