2 ივნისს მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ტურში, "ლივერპულის" და "ტოტენჰემის" მატჩის დროს, სტადიონზე ნახევრად შიშველი მოდელი კინსი ვოლანსკი შეიჭრა.
თავისი საქციელი მან Instagram-ში ასე ახსნა:
"ცხოვრება მოცემულია იმისთვის, რომ იცხოვრო. ჩაიდინეთ სიგიჟეები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე დაგამახსოვრდებათ!"
ორგანიზაციამ ვოლანსკი 15 000 ევროთი დააჯარიმა! 5000 მან უნდა გადაიხადოს იმისთვის, რომ სტადიონზე გაირბინა, ხოლო 10 000 - YouTube-ბლოგის რეკლამის გამო, რომელიც თავის ბოიფრენდს - Vitaly Uncensored-ს გაუკეთა (ეს ეწერა მის საცურაო კოსტიუმს).