ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის წყვილი სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია. წყვილს წელს პირველი შვილი შეეძინება. როგორც გაირკვა, ისინი ბიჭს ელოდებიან, რომლის სახელის სავარაუდო ვერსიები საზოგადოებისთვის უცნობია.
ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით რეპერზე დაქორწინების შემდეგ არ გამოირჩევა. ის არც გასართობ ადგილებს სტუმრობს, მაგრამ როცა შენი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეა, ბუნებრივია, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებ.
ნანუკა ცნობილი მოდელის, ანა შელიას მეგობარია, რომელიც გუშინ იუბილარი გახლდათ. ბერას მეუღლე მეგობრის დაბადების დღეზე თბილისის ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდა. მას მწვანე ფერის სამოსი ეცვა და უკვე მუცელი შესამჩნევად ეტყობა.
მეგობრების მიერ გადაღებული ფოტო ყოფილმა ფოტომოდელმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზეც განათავსა. იხილეთ ფოტოები