კიმ კარდაშიანმა ერთი თვის ვაჟის, ფსალმის ფოტო პირველად გამოაქვეყნა (ფოტო) - Marao

კიმ კარდაშიანმა ერთი თვის ვაჟის, ფსალმის ფოტო პირველად გამოაქვეყნა (ფოტო)

2019-06-11 10:37:33+04:00

კიმ კარდაშიანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დიდი ხნის მანძილზე მალავს თავისი შვილების სახეს პაპარაცებისგან.

უმცროსი ვაჟის დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ მან "ინსტაგრამში" ფსალმის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "Psalm Ye. რა საყვარელია".

როდესაც ფსალმი დაიბადა, კიმი ამბობდა, რომ ის ძალიან ჰგავს მის დას, ჩიკაგოს. - მართალია!

შეგახსენებთ, რომ კიმი და კანიე მშობლები მეოთხეჯერ გახდნენ. მათ სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლეს.

წყარო: peopletalk