სიახლე

Wedder.ge - იპოვეთ ყველაფერი, რაც ქორწილის ორგანიზებას სჭირდება

Wedder.ge - იპოვეთ ყველაფერი, რაც ქორწილის ორგანიზებას სჭირდება
როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი ქორწილი? რამდენად შესაძლებელია, რომ ის ზუსტად ისეთი იყოს, როგორზეც ოცნებობთ?
იდეალური გარემო, იდეალური დეკორი, მუსიკა, კაბა, ფეხსაცმელი, ტორტი და ათასი სხვა წვრილმანი, რომელმაც მთლიანობაში, თქვენი ცხოვრების განსაკუთრებული დღე უნდა შექმნას? შეძლებს თუ ვერა მხოლოდ ორგანიზატორი ყველაფრის გათვალისწინებას და იმ სურათის შექმნას,  როგორზეც ოცნებობთ?

რამდენიმე ხნის წინ ქართულ ონლაინსივრცეს კიდევ ერთი საინტერესო პროექტი შეემატა. Wedder.ge-ს საშუალებით ქორწილის დაგეგმვა სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. შეგიძლიათ შეარჩიოთ ლოკაცია, დეკორაცია, საქორწილო სამოსი და ფეხსაცმელი, ბეჭდები, სამკაული, თაიგული, სილამაზის
სალონი, მუსიკალური ჯგუფი, მოსაწვევები; იპოვოთ საუკეთესო ფოტო და ვიდეოგრაფი; შეუკვეთოთ სასურველი ტორტი, ღვინო და შეარჩიოთ სამოგზაურო პაკეტი ტუროპერატორებისთვის განკუთვნილ არეალში; შეადაროთ ფასები და დაგეგმოთ ბიუჯეტი.

დროის ეფექტურად ხარჯვისა და არჩევანის მრავალფეროვნების გარდა, Wedder.ge-ს განსაკუთრებული ხიბლი სწორედ ისაა, რომ დაუვიწყარი წვეულების დაგეგმვა და ყველა დეტალის შერჩევა წყვილს თავად შეუძლია.

ვინაიდან Wedder.ge მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის ინფორმაციული შუამავალია, საიტზე ხშირად განთავსდება სხვადასხვა ტიპის ინტერვიუ და ვლოგი. ისინი ვრცლად მოგიყვებიან საქორწილო პროცესში მათი წილი საქმიანობის შესახებ.

პროექტის სამომავლო გეგმებზე უფრო ვრცლად Wedder.ge-ს მენეჯერი მარიამ ივარდავა გვესაუბრება:


- გვიამბეთ, რატომ შეიქმნა Wedder.ge?


- მისი შექმნის მთავარი მიზანი წყვილებისთვის პირადი დღესასწაულის დაგეგმარების გამარტივებაა. Wedder.ge მაქსიმალურად მორგებულია ყველა კატეგორიაზე - ეს იქნება ტრადიციული ქორწილი, დარბაზის ტიპის სივრცეში თუ უფრო ახალგაზრდული - ტერასებსა და ეზოებში. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, სად იპოვოს ის, რაც სჭირდება და დარწმუნებული იყოს, რომ ქორწილი ყველასთვის ხელმისაწვდომი ღონისძიებაა.


- არსებობს თუ არა საქართველოში მსგავსი საიტი და რამდენად იცნობთ უცხოურ ანალოგებს? სარგებლობენ თუ არა ისინი პოპულარობით?


- საქართველოში მსგავსი ტიპის საიტი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს პირველობის თავისუფლებაც და პასუხისმგებლობაც. უცხოეთში მსგავსი პლატფორმები საკმაოდ მიღებული ფორმაა და დიდი სამომხმარებლო აუდიტორიაც ჰყავს. Wedder.ge ბოლომდე ითვალისწინებს მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს. შეარჩიო სერვისი/მომსახურება ნებისმიერ საფასო კატეგორიაში და ახლო მომავალში სახლიდან გაუსვლელად დაჯავშნო კიდეც, მაქსიმალურად მორგებულია პოტენციური მომხმარებლის კომფორტზე.


- მარიამ, რა სიახლეებს გეგმავს Wedder.ge და როგორია მისი განვითარების გეგმა?


- საიტი მუდმივი განვითარების პროცესშია. იხვეწება, იზრდება და ბევრ სიურპრიზს გპირდებათ, რომელიც ქართული ბაზრისთვის უცხოა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ Wedder.ge-ზე ამ უდიდესი დღესასწაულის დაგეგმვა ნაკლებად რუტინული პროცესი იქნება.
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93