ამბობენ, რომ ჰოლივუდელი ქალბატონის იერმა მისი თაყვანისმცემლები დააფრთხო.
ანჯელინა ჯოლის ამჟამინდელმა ფოტოებმა მისი გულშემატკივრები ნამდვილად შეაშფოთა. სურათი რომელსაც ახლა ხედავთ კოლუმბიაშია გადაღებული და სულ ახალია. ბოლო დროს მსახიობის ხელები "ძვლებად იქცა" და ფაქტია, რომ იმაზე მეტად გახდა ვიდრე აქამდე.
ენჯის გახდომის პროცესი ყოფილ მეუღლესთან- ბრედ პიტთან განქორწინების პროცესის თანმდევი აღმოჩნდა.
მართალია მსახიობს კოლუმბიაში ვიზიტის დროს თავისუფალი სტილის სამოსი ეცვა, თუმცა ხელები გამოკვვეთილად ჩანდა და ხალხი მალევე ალაპარაკდა.
ამ ფოტოებმა ჭორების ახალი ტალღა გამოიწვია, იმის შესახებ, რომ ანჯელინას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.
ცოტა ხნის წინ პრესაში იყო იმაზე საუბარიც, რომ მას მძიმე დაავადება აქვს და იმის შიშით, რომ ცოტა ხნის სიცოცხლე დარჩა ანდერძიც კი დაწერა.
ჯოლი კოლუმბიაში არა დასასვენებლად, არამედ ქველმოქმედების გამო ჩავიდა. ის უკვე მრავალი წელია საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართული ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მსახიობი ქალბატონია.
სურათები კი მაშინ გადაიღეს, როცა ვენესუელის საზღვარზე დევნილთა ბანაკში იმყოფებოდა.
ბავშვები, რომლებიც ენჯიმ მოინახულა გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. მსახიობი სახელმწიფოს კომპეტენტურ პირებსაც შეხვდა, რომლებიც მას დაპირდნენ, რომ ბავშვებს მიხედავენ და სიტუაცია გამოსწორდება.
წყარო: cosmo.ru