სიახლე

ფოტოები ანუკი არეშიძის და კახი კალაძის ჯვრისწერიდან

ფოტოები ანუკი არეშიძის და კახი კალაძის ჯვრისწერიდან
ანუკი არეშიძემ და კახი კალაძემ ჯვარი გუშინ დაიწერეს. ჯვრისწერა კახეთში შედგა, კერძოდ კი გრემის მონასტერში.
ბევრს გაუკვირდა დიზაინერის თეთრ კაბაში დანახვა, თუმცა ფაქტია, რომ წლების წინ შეუღლებულ წყვილს ჯვარი ჯერ არ ჰქონდა დაწერილი.
"ეს ჩემი ოცნება იყო. 11 წელი ველოდებოდით ამ დღეს და როგორც იქნა. ყველას უღრმესი და უდიდესი მადლობა ასეთი,ამდენი და ამხელა სიყვარულისთვის! ამ უკიდეგანოდ დადებითი ენერგიით რაც თქვენგან წამოვიდა, ალბათ 100 წელი ვიცოცხლებთ. მიყვარხართ.
პ.ს. ცოტახანი ამ ფოტოებით თავს მოგაბეზრებთ". წერს დიზაინერი საკუთარ "ინსტაგრამზე".

ანუკი ჯვრისწერაზე ულამაზესი იყო. ორიგინალურად გამოიყურებოდა თბილისის მერიც, რომელიც სადა ფერის შარვალ-კოსტიუმში გამოეწყო. 
წყვილმა უამრავი გულთბილი მილოცვა მიიღო და მილოცვები ახლაც არ წყდება.
სულ ცოტა ხნის წინ ანუკიმ "ინსტაგრამზე" ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თეთრ, ბაფთით გაფორმებულ კაბაშია.







იხილეთ ჯვრისწერის დღის ფოტოები.











ბეჭდვა
e87a93