ნუკი კოშკელიშვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება და „ინსტაგრამზე“ ლაივებითაც გვანებივრებს.
მან სულ ცოტა ხნის წინ ჩართვაში დიეტასთან დაკავშირებულ არაერთ კითხვას უპასუხა. ქალბატონები ძალიან აქტიურობდნენ. როგორც იცით, ნუკი რეჟიმში ჩადგომას დიდი ხანია ცდილობს.
„ამბობენ, ნუ წუწუნებო, მაგრამ მე აღმოვჩნდი ის, ვინც საერთოდ ვერ იკლებს. ზედმეტ კილოგრამებთან ერთად ჩემი სხეული უფრო მოშვებული ხდება და ცელულიტების პრობლემამ იჩინა თავი.
კომბინირებულ კვებაზეც ვიყავი, უმ კვებაზეც, მხოლოდ ხილი, ბოსტნეული რომ უნდა მიირთვა, ხორცი კი გამორიცხო.
არაფერმა არ გაამართლა, მაგრამ ახლა სალომე გოგიაშვილის დიეტაზე ვარ, რამაც ცოტა დამაკლებინა. 4 კილო მაქვს დაკლებული და ცხადია, კიდევ მინდა დაკლება“, - განუცხადა ნუკიმ „ინსტაგრამის“ მიმდევრებს ლაივში.
ცხადია, მათ სთხოვეს, რომ დიეტაზე დაწვრილებით ესაუბრა და ტელეწამყვანმა რეცეპტიც გაუმხილა:
- დღე: 6 ცალი მოხარშული კვერცხი
- დღე: უცხიმო ხაჭო 500 გრ.
- დღე: მოხარშული ქათმის ფილე 750 გრ.
- დღე: მოხარშული ბრინჯი 200 გრ.
- დღე: მოხარშული კარტოფილი 6 ცალი.
- დღე: მწვანე ვაშლი (რაოდენობა შეზღუდული არ არის)
როდესაც სალომე გოგიაშვილმა ამ დიეტის შესახებ სოციალურ ქსელში ისაუბრა, გვითხრა, რომ რამდენიმე ნიუანსი უნდა გაგვეთვალისწინებინა. ამაზე საუბარი ნუკიმ ლაივში ვერ მოასწრო.
დიეტის დაწყებიდან ბოლომდე შეგიძლიათ მიირთვათ ყავა და ჩაი, ოღონდ უშაქრო. ასევე - კეფირი. აუცილებელია დღეში 2 ლიტრი წყლის მიღება. მარილის მიღება კი მინიმალური რაოდენობით შეგვიძლია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნუკი „ინსტაგრამის“ მიმდევრებს რეკომენდაციებს აძლევდა და ეუბნებოდა, ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ ცდილობდა დაკლებას. ერთ-ერთმა ქალბატონმა პირდაპირ ჩართვაში ასეთი კომენტარი დაუტოვა (რამაც ნუკი ძალიან გაახარა): „მეც შენთან ერთად დავიწყე დიეტა და 15 კილო დავიკელი. შედეგით კმაყოფილი ვარ“.
ფაქტია, რომ ტელეწამყვანი ახლა კიდევ უფრო უკეთ გამოიყურება. მას მალე "პირველ არხზე" ბაჩო ქაჯაიას შოუში იხილავთ.