სიახლე

"ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს..." - რა ისტორია გაიხსენა გავრილოვის ვიზიტზე სოციალური ქსელის მომხმარებელმა

"ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს..." - რა ისტორია გაიხსენა გავრილოვის ვიზიტზე სოციალური ქსელის მომხმარებელმა
საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენებს, კონკრეტულად კი, რუსი დეპუტატის ჩვენი ქვეყნის პარლამენტში ვიზიტს ემოციური პოსტით გამოეხმაურა სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი მარიამ სირბილაძე:
"ერთი ქალი ცხოვრობდა სოხუმში. ძალიან კარგი ქალი, რომელიც ყველას უყვარდა. სამი ქალიშვილი ჰყავდა. ერთ-ერთი - ჩემი შვილების ბებია. ერთ დღესაც გოგოებმა სამსახურიდან დაბრუნებულს პატარა ბიჭი დაახვედრეს, დედისგან და მამისგან მოტოვებული პატარა ბიჭი და მას მამუკა კეკელია დაარქვეს. ზრდიდნენ, როგორც მათ ღვიძლ შვილს, როგორც მათი ოჯახის და გვარის გამგრძელებელს.

სოხუმი რომ დაეცა, ეს ოჯახი ერთ-ერთი
ბოლო იყო, რომელმაც ქალაქი დატოვა და უღელტეხილით გადმოვიდა სვანეთში. მამუკა იბრძოდა, მუსრს ავლებდა რუსებს. ორჯერ ააფეთქეს ტანკში და გადარჩა. ნადირობა გამოცხადდა მამუკაზე და მის მეგობრებზე. ეძებდნენ ყველგან, ყველასთან და ვერა და ვერ იპოვეს. ის კი განაგრძობდა წართმეული და უკვე დაკარგული მიწისთვის ბრძოლას, სოხუმისთვის ბრძოლას. გადამწვარი და განადგურებული აფხაზეთისთვის.
მშობლები დარჩნენ, არც სახლი მიატოვეს და არც მებრძოლი შვილი.

მას ჯერ ქმარი მოუკლეს, სიტუაცია ძალიან რომ დაიძაბა, აფხაზმა მეზობლებმა დამალეს სარდაფში. წერილებს წერდა და სიტყვა-სიტყვით აღწერდა იქ დატრიალებულ ჯოჯოხეთს. მაინც გაიგეს მისი ადგილსამყოფელი, ვიღაც სომეხმა დააბეზღა და ერთ დღესაც ამ აფხაზ ოჯახთან მოვიდნენ რუსები. ვიცით, მამუკა კეკელიას დედა გყავთ და არ დაგხოცავთ, თუ გამოიყვანთო. გაიგონა და თავისი ნებით გამოვიდა. ხელში ეჭირა იმ დღეების სოხუმის ყველაზე ბნელი ამბების ისტორია, მისი ხელით დაწერილი. ოჯახის დიასახლისს მიაწოდა და ეზოში გაჰყვა ჯალათებს. გარეთ გაიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს. არ დაიჩოქა! სვანის ქალი იყო. ამაყი და უშიშარი.

"ჩემი შვილი და მისი მეგობრები მოგხედავთ!" - ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. მერე თავზე ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცოცხლად დაწვეს ადამიანი. ის წერილებიც წაართვეს იმ აფხაზ ქალს და ცეცხლმოკიდებულ ქალს მიაყარეს. დეტალურად ვერასოდეს გავიგებთ, რას წერდა ის ოჯახს. მხოლოდ ისაა მზესავით ნათელი, რომ ის იყო გმირი.

ამ ქალს ზინა კოპალიანი ერქვა და ჩემი შვილები მისი შთამომავლები არიან.

მამუკამ კიდევ დიდხანს იბრძოლა, არ იცოდა, დედა ასე რომ უწამეს. ცოცხლად დაუწვეს. არაერთხელ ააფეთქეს და ტყვედაც დიდხანს ჰყავდათ. დღეს ის გმირია, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის მფლობელი. თავთან სისხლში დასვრილი ჯარისკაცის ფორმა უკიდია და ის ზინა კოპალიანის შვილია. საკუთარი ქვეყნისთვის და შვილისთვის დამწვარი გმირი ქალის შვილი. განაგრძეთ კითხვა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93