პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
„გუშინდელი აქციის შემდეგ თუ ვინმეს სჭირდება ჩემი დახმარება, პლასტიკური ნაკერების დროულად დადება ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც მე შემიძლია, ჩემი კლინიკა მზად არის, მიიღოს ასეთი პაციენტები, რა თქმა უნდა, რიგის გარეშე და უსასყიდლოდ!“, – წერს ექიმი "ინსტაგრამის სთორიში".
წყარო: ინსტაგრამი